მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, მუსიკის მიმართულებით





ქეთევან შენგელია დაიბადა  ქალაქ თბილისში. პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო სპეციალიზებულ მუსიკალურ სკოლაში – ნიჭიერთა ათწლედში, ფორტეპიანოს კლასით.  სწავლა გააგრძელა კონსერვატორიაში, იმავე მიმართულებით. ამ პერიოდში სფერო სოლო საშემსრულებლო რეპერტუარის გარდა დაინტერესდა საანსამბლო ხელოვნებითა და მუსიკალური ესთეტიკით. აგრძელებს სწავლას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დოქტორანტურაში, კამერული ანსამბლის მიმართულებით. ამავდროულად დაკავებულია პედაგოგიური მოღვაწეობით. მეგობრებთან ერთად ქმნის მუსიკალურ ჯგუფს, რომლის ძირითადი რეპერტუარი დასავლეთ ევროპული მე-17-18 საუკუნის მუსიკალური ნიმუშებია. ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ინფორმაციული სიმწირის გამო მიემგზავრება ევროპაში. წლების განმავლობაში ქეთევან შენგელია სწავლობს და მუშაობს საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ბოლო წლებში ფართოვდება მისი პროფესიული კავშირები საქართველოსთან. თავის უცხოელ მეგობრებთან ერთად ქეთევან შენგელია აარსებს მუსიკალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში პროფესიული მუსიკალური საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს გამოიხატება ევროპაში აპრობირებული და წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის საქართველოში არსებულ ტრადიციულ სასწავლო მეთოდიკასთან დაახლოებასა და ურთიერთ სასარგებლო კავშირების განვითარებაში. ამ მიმართულებით ქეთევანი წარმატებულად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუციებთან. ასევე განხორციელებული აქვს პროექტები შშმ მოზარდებისთვის და მუშაობს საქართველოში მუსიკის თერაპიის სისტემური ბაზის შექმნაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში მან შექმნა საქართველოში ბაროკოს მუსიკის სწავლებისა და კვლევის პრეცედენტი ილიაუნის მუსიკის ცენტრის ბაზაზე. ამჟამად ქეთევან შენგელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორია, მუსიკის მიმართულებით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • სასკოლო და საუნივერსიტეტო მუსიკალური განათლების საკითხები
  • მუსიკის სწავლების მეთოდიკა
  • მუსიკის პედაგოგიკა
  • მე-17-18 საუკუნეების დასავლეთევროპული მუსიკა; მისი შესაძლო კავშირები და გავლენები ამავე პერიოდის ქართულ მუსიკაზე
  • კლავესინის და ზოგადად კლავისიანი საკრავების ისტორია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სასკოლო პრაქტიკა (მუსიკა); მუსიკის თეორია პრაქტიკაში 1; მუსიკის ისტორია მსოფლიო ხელოვნების ჭრილში (იგივე მსოფლიო მუსიკის ისტორია1); მუსიკის შესავალი
მუსიკის სწავლების საფუძვლები; ავთენტური შესრულების საფუძვლები (ძველებური კლავიშიანი საკრავები); ბაროკოს ეპოქის საანსამბლო ხელოვნება:

საშემსრულებლო პროექტი; დასავლეთევროპული მუსიკის ისტორია: რენესანსის და ბაროკოს ეპოქები; კლავესინზე დაკვრის ხელოვნება 1 (საფუძვლები); კლავესინზე დაკვრის ხელოვნება 3; მუსიკის ისტორია მსოფლიო ხელოვნების ჭრილში (იგივე მსოფლიო მუსიკის ისტორია1); მუსიკის შესავალი

  • კლავესინზე დაკვრის ხელოვნება
  • ბაროკოს ეპოქის საანსამბლო ხელოვნება
  • მუსიკა სხვადასხვა რაკურსით
  • რენესანსის და ბაროკოს ეპოქის მუსიკის ისტორია