მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, სოციალური მუშაობის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი

სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალური მომსახურებების და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის დირექტორი





შორენა საძაგლიშვილმა 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ზოგად ფსიქოლოგიაში თემაზე: მშობლების აგრესიულობის როლი ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 2003 წელს დაამთავრა აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტი სოციალურ მუშაობაში სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2014-2015 წელს იყო ამერიკის მთავრობის ფულბრაიტის საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტი. პოსტსადოქტორო კვლევით საქმიანობას ეწეოდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (2014-15), გერმანიის ფრანკფურტის საერთაშორისო პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტში (2008), ნიდერლანდების სამეფოს განათლების ფსიქომეტრიულ კვლევით ინსტიტუტში (2008-09) და ფინეთის ტურკუს უნივერსიტეტში (2015). არის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ხელმძღვანელობდა უამრავ საერთაშორისო თუ სამთავრობო პროექტს სოციალური მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის დახვეწას და განვითარებას. ასამდე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, წიგნის სამეცნიერო მოხსენებისა თუ კვლევითი ანგარიშის ავტორია. მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო აკადემიური, კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის. 1998 წელს მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული მკვლევარებისა და ასპირანტებისათვის განკუთვნილი ჯილდო. სხვადასხვა დროს იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის სოციალური მუშაობის პროგრამის სტიპენდიანტი, აკადემიური განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი და ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესის (ICP-2008) სტიპენდიანტი. აქვს სოციალური პოლიტიკის კონსულტანტის, შეფასების კონსულტანტისა და კლინიკური სოციალური მუშაკის რანგში მუშაობის საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება. საქართველოში სოციალურ მუშაობაში პირველი სამაგისტრო პროგრამისა დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

• ოჯახში ძალადობა
• ოჯახების როლი მოზარდის ჯანმრთელობის ხელშეწყობაში;
• მოზარდის რისკის ქცევები (ადრეული სექსუალური ცხოვრება, სექსუალურად გადამდები დაავადებები, შიდსი, აივ ინფექცია, დაუგეგმავი ფეხმძიმობა და სხვ.);
• მშობელი შვილის კომუნიკაცია;
• აივ ინფექციის პრევენცია
• ინტერვენციის კვლევა;
• ალკოჰოლიზმი და წამალდამოკიდებულება;
• ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები;
• უსახლკარობა;
• სოციალური ფაქტორების, სოციალური ქსელების ზეგავლენა ახალგაზრდებში და რისკის თემებში აივ ინფექციისა და სექსუალურად გადამდები დაავადებების გავრცელებაზე.
• სოციალური მუშაობის განათლება, სწავლა და სწავლება.

სტატიები

  • Adolescent Risk Behaviors: The case of Georgia, Child and Family Social Work Journal, Manuscript submission; Manuscript ID: CFSW-03-15-0042; 2015
  • The context of social work in transitional countries: the case of Georgia, International Social Work. Manuscript submission; Manuscript ID: ISW-15-0036; 2015
  • Mental health reforms in post communist countries within the context of western experiences, Manuscript submission; Journal “Social Work”; 2015
  • Assessment of learning-to-learn processes in students, Problems of Education in the 21st century, Volume 7(7): 126–132, ISSN: 1822-7864; 2008.
  • სწავლის სწავლის ცნება და უზნაძის განწყობის თეორია. საქართველოს ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი, 2006/No 1(8); http://gesj.internet-academy.org.ge/gesj_articles/1151.pdf ; 2006. თანაავტორი.
  • აგრესიის გამომწვევი მიზეზები ოჯახებში. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, #3, თბილისი, 2000.
  • აგრესიის შესწავლისათვის სხვადასხვა პოპულაციაში: გოტშალკ-გლეზერის  კონტენტ ანალიზისი მეთოდის ადაპტაცია. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, #1, თბილისი, 1999.
  • Defensive and Affective –Emotional Reactions to War: The Abkhazian War as Reflected in Peoples Subjective Reactions. The Psychological Reports, USA, N78,1996. Co-author.

წიგნები

  • სოციალური მუშაობა მართლმსაჯულების სისტემაში, ევრო კავშირი, თბილისი, 2014;  თანა ავტორი.
  • სოციალური მუშობის მეთოდები დაუცველ ინდივიდებთან: პტაქტიკული სახელმძღვანელო, ISBN 978-9941-0-4008-5;  თბილისი, 2012. რედაქტორი და თანა-ავტორი.
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2008, ISBN 978-9941-0-0544-2; 2008. თანაავტორი.
  • განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის. მეორე ნაწილი. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ISBN 978-9941-0-0541-2; თბილისი, 2008. თანაავტორი.
  • როგორ ვასწავლოთ აზროვნება: მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ISBN 978-9941-0-0543-5; თბილისი, 2007. თანაავტორი.
  • განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის. პირველი ნაწილი. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ISBN 978-9941-0-0541-1; თბილისი, 2007. თანაავტორი.
  • სოციალური მუშაობის პროფესიული ტერმინოლოგია. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თბილისი, 2006. თანა ავტორი.
  • სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსი. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თბილისი, 2005. თანა ავტორი.

სტატიები გაზეთებში

  • დიალოგი ალმანახი, 2008-2009. ეროვნული შეფასება. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ჟურნალი, ISBN 978-9941-0-1493-2. თბილისი, 2009.
  • Street Kids in Georgia and Risk of HIV/AIDS: Should we practice Harm Reduction Model for Street Kids?” A newsletter on drug use and HIV/AIDS Harm Reduction programs in the Former Soviet Union and North America, OSI, USA, 2004.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  1. სადოქტორო სემინარი (გაზაფხული, სადოქტორო)
  2. კვლევითი სემინარი (შემოდგომა, სადოქტორო)
  3. სოციალური მუშაობის თეორიის და პრაქტიკის საფუძვლები (შემოდგომა, სამაგისტრო)
  4. სოციალური მუშაობის პრაქტიკის სემინარი 1 (ზოგადი) (შემოდგომა, სამაგისტრო)
  5. სოციალური მუშაობის პრაქტიკის სემინარი II -(უსახლკარობა/სოციალური საცხოვრისი) (გაზაფხული, სამაგისტრო)
  6. სოციალური მუშაობის პრაქტიკის სემინარი III (რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ნარკომანიით გამოწვეული ზიანი) (შემოდგომა, სამაგისტრო)
  7. სოციალური მუშაობის პრაქტიკის პრაქტიკის სემინარი IY (ძალადობა ოჯახში: პრობლემის სამართლებრივი და სოციალური პერსპექტივა) (გაზაფხული, სამაგისტრო)
  8. ოჯახებთან და ბავშვებთან სოციალური მუშაობის თეორია და პრაქტიკა (გაზაფხული, სამაგისტრო)
  9. სოციალური პროგრამების განვითარება და შეფასება (შემოდგომა, სამაგისტრო)
  10. კვლევითი პროექტი სოციალურ მუშაობაში (გაზაფხული, სამაგისტრო)
  11. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა და სოციალური მუშაობა (შემოდგომა, სამაგისტრო)
  12. სოციალური მუშაობა და სოციალური სამართლიანობა (შემოდგომა, სამაგისტრო)
  13. შესავალი სოციალურ მუშაობაში (გაზაფხული, საბაკალავრო)
  1. კონტენტ ანალიზის მეთოდები ფსიქოლოგიაში (სამაგისტრო) – 2000
  2. სოციალური ფსიქოლოგია (სამაგისტრო) – 2000
  3. ზოგადი ფსიქოლოგია (სამაგისტრო) -2000
  4. სოციალური მუშაობის საფუძვლები (სამაგისტრო) – 2003-06
  5. მონაცემების სტატისტიკური ანალიზი (საბაკალავრო) 2007

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია.
Fulbright Visiting Scholar Research Fellowship, 2014-15
Project “Enhancing Research Capacity and Knowledge Development through Social Work Doctoral Education”
New York University, USA

ერაზმუს მუნდუსის მობილურობის გრანტი.
ERASMUS MUNDUS ACTION 2, STRAND 1 – European Community Mobility Programme
372359-1-2012-1-FI-ERA MUNDUS-EMA21, 2014-15
Project “Family adjustment to children with disabilities: cross cultural perspective”
University of Turku, Finland

ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფონდი, კვლევითი გრანტი.
Open Society Institute Foundation, International Scholarship Program, Alumni Grants Program 2011 -12. Log-In-ID 30016366; Project Code: E 9803.
Research Grant “The role of social workers in the mental health settings”.

რუსთაველის ფონდის კვლევითი გრანტი.
Rustaveli Foundation, LPPL The foundation for Georgian Studies, Humanities and Social Sciences. Grant # E-05-09. March, 2009.
Research Grant “The Difference Between psycho-emotional statuses of the different groups of IDPs in Georgia’.

ევრაზიის ფონდის გრანტი სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის განვითარებისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
Eurasia Foundation-Georgia, Grant # G07-0056, 1.10.2007-31.08.2008;
Grant “Building Sound Social Work Program at the Ilia Chavchavadze State University”,

ახალგაზრდა მეცნიერთა სტიპენდია, ფსიქოლოგთა მსოფლიო კონგრესი. YOUNG SCIENTISTS PROGRAM FELLOWSHIP OF ICP 2008
Germany (07.2008-08.2008)

კავკასიის რესურს ცენტრის კვლევითი გრანტი.
PUBLICATION FELLOWSHIP PROGRAM of CAUCASUS RESEARCH RESOURCE CENTER.
Research Project: Risk Behaviors among adolescents in Georgia
A program of the Eurasia Foundation
Tbilisi, Georgia (01.2007-02.2008)
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფონდი, გრანტი სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის რესურს ცენტრის განვითარებისათვის.
Open Society Institute, International Scholarship Program, Alumni Grants Program 2007, Grant #14851, 09.03.2007, Grant Letter #754
Grant “Arrangement of the Resource Center for Social Work MA program”

ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფონდი, გრანტი სოციალური მუშაობის პრაქტიკის და ბიბლიოთეკის განვითარებისათვის.
Open Society Institute, International Higher Education Support Program, Academic Fellowship Program, Grant #14324, 13.04.2006-01.11.2006
Grant “Social Work Field Education and Library Development”

აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ACADEMIC FELLOWSHIP PROGRAM (AFP) & CIVIC EDUCATION PROGRAM FELLOWSHIP (CEP)
Open Society Institute, International Higher Education Support Program
Budapest, Hungary (2003 – 2007)

ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფონდი, გრანტი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განვითარებისათვის.
Open Society Institute Zug Foundation, Network Scholarship Program, Alumni Grants Program 2003, Log-In ID 30007729, Project Code E9803, 2003-2004;
Grant “Establishment of the Georgian Association of Social Workers”

სოციალური მუშაობის სტიპენდია, ღია საზოგადოების ინსტიტუტი.
SOCIAL WORK FELLOWSHIP
Open Society Institute, New York, NY (2001 – 2003)

საუკეთესო კვლევითი ნაშრომისთვის პრემია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, საქართველო, 1998.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, გამგეობის წევრი, დამფუძნებელი, კვლევის და კლინიკური სოციალური მუშობის კონსულტანტი (2004-დღემდე)

სოციალური მომსახურების სააგენტო. ქვემო ქართლი საბჭოს წევრი. (2011 წლიდან).