მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების მიმართულებით ასოცირებული პროფესორი





სვეტლანა ბერიკაშვილმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა; ახალი ბერძნული ენა და ლიტერატურა, ხოლო 2002 წელს – მაგისტრატურა, სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი ენათმეცნიერების მიმართულებით თემაზე: ბრუნების სისტემის კლასიფიკაციის პრინციპები ძველსა და ახალ ბერძნულში. 2013-2016 წლებში ეკავა პოსტდოქტორანტის პოზიცია ბილეფელდის უნივერსიტეტში (გერმანია) ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით, ხოლო 2018-2022 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ აუგუსტუსის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მკვლევრის პოზიცია გენერაციული სინტაქსის მიმართულებით.

2005-2018 წლებში ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2011-2013 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსული პროექტების კოორდინატორი. სხვადასხვა დროს მიწვეული იყო ევროპის უნივერსიტეტებში ლექციებისა და საჯარო მოხსენებების წასაკითად, კერძოდ, ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ბილეფელდისა და გიოტინგენის უნივერსიტეტებში (გერმანია). არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ძველი მსოფლიოს გენერაციული ლინგვისტიკის GLOW (Generative Linguistics of Old World) და ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის SLE (Societas Linguistica Europea) წევრი. სვეტლანა ბერიკაშვილი სისტემატურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოპებში, არის სამი მონოგრაფიის და 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • გენერაციული სინტაქსი
  • ენების კონტაქტი
  • მორფოლოგია
  • დიალექტების, საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირება
  • კორპუსული ლინგვისტიკა
  • კონტრასტული ლინგვისტიკა
  • ენის ათვისება

წიგნები

  1. Berikashvili, Svetlana. Morphological Aspects of Pontic Greek spoken in Georgia. Series: Languages of the World 54. Munich: Lincom.
  2. ბერიკაშვილი, სვეტლანა. ქართულ-ბერძნული კონტრასტული გრამატიკა. თბილისი: ლოგოსი.
  3. ბერიკაშვილი, სვეტლანა. ბრუნების სისტემის კლასიფიკაციის პრინციპები ძველსა და ახალ ბერძნულში. თბილისი: ლოგოსი.

სტატიები

  1. Berikashvili, Svetlana & Irina Lobzhanidze. Merged functionality of absolutive and nominative in Georgian. In Makharoblidze Tamar (ed.), Issues in Kartvelian Studies, 121-147. Wilmington, De: Vernon Press.
  2. Berikashvili, Svetlana. Contact-Induced Change in the Domain of Grammatical Gender in Pontic Greek spoken in Georgia. Languages 7(2):79. DOI: 10.3390/languages7020079.
  1. Berikashvili, Svetlana. Does Ergative Case Assigning depend on Transitivity Condition in Georgian? Kadmos 11. 6-54.
  2. Berikashvili, Svetlana. Loan Verb Adaptation in Pontic Greek spoken in Georgia. In Christos Tzitzilis & Georgios Papanastassiou (eds.), Language Contact in Balkans and Asia Minor, Volume 1, 262–279. Thessaloniki: Institute of Modern Greek Studies, Manolis Triandaphyllidis Foundation.
  3. Berikashvili, Svetlana. Several Features of Aorist and Verbal System in Pontic Greek spoken in Georgia, Arxeion Pontou (Pontic Archive) 58. 195–229.
  4. Berikashvili, Svetlana & Irina Lobzhanidze. Number in Pontic Greek spoken in Georgia. In Maria Chondrogianni, Simon Courtenage, Geoffrey Horrocks, Amalia Arvaniti and Ianthi Tsimpli (eds.), Proceedings of the 13th International Conference on Greek Linguistics, 51–61. London: University of Westminster.
  5. Berikashvili, Svetlana. Morphological Integration of Russian and Turkish Nouns in Pontic Greek. STUF – Language Typology and Universals 69 (2). 255–276. DOI: 10.1515/stuf-2016-0012.

პუბლიკაციების ვრცელი სიისთვის იხ. CV

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საველე ენათმეცნიერება და ენის კომპიუტერული დამუშავება; სინტაქსის ლაბი – პრაქტიკუმი; ბრუნვის თეორია; ლინგვისტური კვლევის მეთოდები(გამოყ.ენათმეცნიერება)
  • სამაგისტრო კურსი „თანამედროვე სინტაქსური თეორია და წარმომშობი გრამატიკა“
  •   სამაგისტრო კურსი „ენა და ტექნოლოგიები“