რელიგიის კვლევის მიმართულება, პროფესორი
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის განხრით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ‘ქართული აგიოგრაფიის სიმბოლიკისთვის’. გახლდათ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და მეექვსე საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. განაგრძო სწავლა წმ. ვლადიმერის სასულიერო სემინარიაში (ნიუ-იორკი, აშშ), ანგლიკანურ სემინარიაში (რიპონის კოლეჯი, ქადსდონი, ინგლისი), გაიარა დოქტორანტურის კურსი აღმოსავლეთ-ქრისტიანულ თეოლოგიაში და მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (ოქსფორდის უნივერსიტეტი) ნაშრომით ‘ადგილისა და სივრცის საკითხი მაქსიმე აღმსარებლის ნაწერებში’. მუშაობდა ‘ეკლესიისა და წყობის’ განყოფილებაში (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ჟენევა, შვეიცარია) როგორც მართლმადიდებელი თეოლოგიის აღმასრულებელი; საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან. გახლდათ ტორონტოს უნივერსიტეტში წმ. მიქაელის კოლეჯის თეოლოგიური ფაკულტეტის მიწვეული მკვლევარი (კანადა), მაუნთ ჰოლიოკში სირუს ვანსის სახელობის მოწვეული პროფესორი (აშშ). 2020 წლის ნოემბრიდან ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
ეკლესიოლოგია, ქრისტიანული დიალოგი, რელიგიური ნაციონალიზმი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია
⦁ წიგნები
რომი და ქართველები, რედ., (რომი: Stiudium, 109, 2017)
ავტორიტეტის საფუძვლები: თანამედროვე ეკლესია, ორ ტომად, რედ., (ჟენევა: WCC Publications, 2014)
ქართველი ბერები ათონის მთაზე: ივირონის ორი წინამძღვრის ცხოვრებები მეთერთმეტე საუკუნიდან, ტექსტი ქართულიდან ინგლისურად თარგმნა, შენიშნვნები და შესავალი დაურთო თამარ გრძელიძემ, (ლონდონი, Bennet&Bloom, 2009)
ეკლესიის საზღვრები: მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ეკუმენიზმის შესახებ, რედ., (თბილისი: კვირიონი, 2000)
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
რელიგიისა და პოლიტიკის გადაკვეთა ,,მდგრადი განვითარების’’ ეპოქაში (ENG); ქრისტიანული დიალოგი და ეკლესიათა შორის ურთიერთობა – განსხვავება და მრავალფეროვნება; შედარებითი ქრისტიანული თეოლოგია აღმოსავლეთსა და დასავლეთში |
რწმენისა და პოლიტიკის გადაკვეთა ფილმებში, გენდერული საკითხი და მართლმადიდებლობა, მაქსიმე აღმსარებლის ეკლესიოლოგია, ქრისტიანთა ერთობა, ქრისტიანული ჰერმენევტიკის საფუძვლები, ქრისტიანული ეკლესიოლოგია, ბერ-მონაზვნობა აღმოსავლეთ-საქრისტიანოში, ომისა და კონფლიქტის საკითხები მართლმადიდებელ ეკლესიაში, ადამიანის უფლებები და მართლმადიდებლობა. |