მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ენათმეცნიერების მიმართულებით





1996 წ. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება, 1998 წ. – უცხო ენების ინსტიტუტის სინქრონული თარგმანის განყოფილება (ინგლისური ენა). 2002-2003 წწ. სწავლობდა იოანინის უნივერსიტეტში (საბერძნეთი), არის IKY-ის პროგრამის სტიპენდიატი. 2005-2006 წწ. სწავლობდა და მუშაობდა სადისერტაციო თემაზე ოქსფორდის უნივერსიტეტში (OSI/FCO Chevening პროგრამის სტიპენდიატი). 2010 წელს დაიცვა დისერტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „სომატური სახელები ნათესაობის აღნიშვნის ფუნქციით ძველი ბერძნულისა და ქართულის მიხედვით“.1997-2005 წწ. მუშაობდა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში. 2002 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასთან: გაზეთი „24 საათი“, ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, ლიტერატურული გაზეთი „პარნასი“ და ა.შ. 2012-2013 წწ. იყო ჟურნალ “National Geographic საქართველოს” მთავარი რედაქტორის მოადგილე. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში: სააგენტო „როიტერის“ ტრენინგების კურსი, ზოგადი ენათმეცნიერების X საერთაშორისო კონფერენცია (ესპანეთი), FIEC-ის XIII საერთაშორისო კონგრესი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი), საერთაშორისო კონფერენცია „მედიცინა ანტიკურ ხმელთაშუაზღვისპირეთში“ (კვიპროსის უნივერსიტეტი) და ა.შ. 2010 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად. 2013 წლიდან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ლინგვისტიკა, ენა და კულტურა, სტილისტიკა, კლასიკური ფილოლოგია, თარგმანი

რჩეული პუბლიკაციები

Medical Knowledge on the Evidence of the Iliad, in: Medicine and Healing in the Ancient Mediterranean World, ed. By Demetrios Michaelides, Oxbow Books, Oxford and Philadelphia, 2014, გვ. 64-67.
On Somatic Words denoting Kinship in Georgian, Studies on Language and Culture in Central and Eastern Europe, B.16: Languages and Cultures in the Caucasus, ed. by V. S. Tomelleri, M. Topadze, A. Lukianowicz, Munchen-Berlin 2011, გვ. 439-447.
წინასწარმეტყველების ლოგიკა ციცერონის ტრაქტატის De divinatione მიხედვით, „კადმოსი“, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, 1, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2009, გვ. 84-95.
წიგნები (თარგმანი)
ე.ლ. დოქტოროუ, რეგტაიმი (რომანი), ინგლისურიდან თარგმანი, გამომცემლობა „არეტე“, თბილისი, 2016.
• სტატიები ჟურნალებში / გაზეთებში
პუბლიკაციები, თარგმანები და რეცენზიები სამეცნიერო/ლიტერატურულ ნაშრომებზე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში: გაზეთი „24 საათი“, გაზეთი „წიგნები“ („24 საათის“ ლიტერატურული დამატება), ლიტერატურული გაზეთი „პარნასი“, ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, ჟურნალი „არილი“ და სხვ.
• პუბლიკაციების ვრცელი სია
სადისერტაციო ნაშრომი: სომატური სახელები ნათესაობის აღნიშვნის ფუნქციით ძველი ბერძნულისა და ქართულის მიხედვით (2010, 292 გვ.), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: www.iliauni.edu.ge
არტისტი: სასცენო შემსრულებელი თუ მხატვარი?, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი 17, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი 2017.
უცხო ენიდან შემოსული ერთი ხელობის სახელის შესახებ ქართულში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი 16, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი 2016, გვ. 102-114.
მსჯავრებული თუ მსჯავრდადებული?, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი 16, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი 2015, გვ. 72-84.
Blood Kin in Greek and Georgian Languages, Proceedings of X International Conference on General Linguistics (X CILG), University of Zaragoza, Spain, 18-20 April 2012.
ხელის ენა ჰომეროსის ეპოსში, „კადმოსი“, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2010, გვ. 64-82.
ნათესაობის აღმნიშვნელი სომატური მიკროველების შესახებ, საენათმეცნიერო ძიებანი XXIII, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006.
Liver Divination in Cicero’s De Divinatione, Phasis, Greek and Roman Studies, volume 6, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies, Tbilisi, 2006, გვ. 194-200.
კიდურების აღმნიშვნელი ლექსიკისათვის ძველ ბერძნულ ენაში, წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში, 3, „ლოგოსი“, თბილისი 2005, გვ. 318-321.
Uses of the Somatic Word Hand in Oath, Prayer, Supplication and Revenge, Phasis, Greek and Roman Studies, volume 6, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies, Tbilisi, 2005, გვ. 119-123.
Liver as a Life Symbol in Ancient Greek and Georgian World Vision, Phasis, Greek and Roman Studies, v. 2-3, Tbilisi State University, 2000.
ბერძნულიდან ნასესხები სიტყვების შესახებ, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის საიუბილეოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 1999.
მენანდრეს ჰუმანიზმის შესახებ, ფილოლოგიის ფაკულტეტისა და თსუ ფილიალების I სამეცნიერო სესია, მიძღვნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისთავისადმი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 1998.
სომატური სიტყვების ტიპოლოგიისათვის (ღვიძლ- ლექსემის მაგალითზე), ფილოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო სესიის მოხსენებათა მასალები (ეძღვნება აკად. არნოლდ ჩიქობავას დაბადების 100 წლისთავს), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 1998.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ლათინური ენა II; ქართული ენის სტილისტიკა; ლათინური ენა 2; ლინგვოკულტუროლოგია

ლათინური ენა (ENG); ენათმეცნიერების შესავალი; ლათინური ენა I; ენა და სტილი; ლათინური ენა 1