მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიმართულებით; ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი; ასისიტენტ პროფესორი
პედაგოგი; ინგლისურენოვანი დისკურსი
თამარ ჭანუყვაძე დაბადებულია ქალაქ თბილისში. წარჩინებით აქვს დამთავრებული ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი და მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო-ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე „ფრაზეოლოგიურ ერთეულთა სტილისტური გამოყენება მოგზაურთა ჩანაწერების მიხედვით“ იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახდენს ინგლისური ენის სწავლების კოორდინირებას ანგლისტიკის მიმართულების სხვადასხვა დონეზე და უზრუნველყოფს მას საგამოცდო მასალებით, ტესტებითა და რიდერებით. არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომების: სტატიების, სამაგისტრო ნაშრომების წიგნების რეცენზენტი.
ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია და მასთან დაკავშირებული სიახლეები, პრობლემატიკა და გამოწვევები.
რჩეული პუბლიკაციები
ავტორეფერატი „ფრაზელოგიურ ერთეულთა სტილისტური გამოყენება ჟანრში მოგზაურთა ჩანაწერები“
სტატიები ჟურნალებში
„ფრაზეოლოგიურ ერთეულთა ტექსტუალური, ინფორმაციულ და სტილისტურ ფუნქციათა ურთიერთქმედება მოგზაურთა ჩანაწერებში“. (სამეცნიერო ნაშრომთა კრებული/მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახ. ინსტიტუტი 1988წ კრებული 309; გვ.98-104.
„ფრაზეოლოგიურ ერთეულთა გამოყენება ტექსტის დაყოფის ასპექტით“.
(მოგზაურთა ჩანაწერების მიხედვით) /სამეცნიერო ნაშრომთა კრებული/მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახ. ინსტიტუტი. -1989წ კრებული 334; გვ.89-96.
„ფრაზეოლოგიურ ერთეულების მოქმედების ჟანრობრივი განსაზღვრა“. (მოგზაურთა ჩანაწერების მასალაზე დაყრდნობით) ენათმეცნიერება: თსუ-ს ნაშრომები 1989 კრებული 12; გვ.153-169
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
ინგლისურენოვანი დისკურსი (FCE preparation 2); ინგლისური, როგორც გლობალური ენა ინგლისურენოვანი დისკურსი (FCE preparation 1); ინგლისური, როგორც გლობალური ენა |
„პოლიტოლოგიის საფუძვლები“ ინგლისურენოვანი ჯგუფებისათვის. თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. 1996 – დან 2001- მდე. საგაზაფხულო და შემოდგომის სემესტრი. საფეხური – საბაკალავრო |
თ. ჭანუყვაძე თანამშრომლობს საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG “Open House”) ასწავლის ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ინგლისურ ენას – რუსულენოვან ჯგუფებში და ქართულ ენას – ინგლისურენოვან ჯგუფებში. არის მოხალისე მასწავლებელი, ინგლისური ენის საგამოცდო კომისიის წევრი სადოქტორო პროგრამებზე, ინგლისური ენის საღამოს, “English English and Always English“ ორგანიზატორი. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტში „განათელებისა და სამუშაო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდა მსჯავრდებულთათვის“.