მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფიის მიმართულებით ასისტენტ- პროფესორი





თამაზ თოხაძე არის სასექსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი. მაგისტრატურა დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი ძირითადი კვლევითი მიმართულებებია ეპისტემოლოგია (სოციალური ეპისტემოლოგია, ტრადიციული და ფორმალური ეპისტემოლოგია და მათი გადაკვეთა) და მეცნიერების ფილოსოფია. მას ასევე აქვს კვლევითი ინტერესები ცხოველთა ეთიკაში, რელიგიის ფილოსოფიაში და სტატისტიკის ფილოსოფიაში.

მისი ამჟამინდელი კვლევა რაციონალური რწმენისა (belief) და მტკიცებულების ანალიზის/შეფასების საკითხებს ეხება. მას ასევე აინტერესებს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს  პრაგმატულ ფაქტორებს რაციონალურ რწმენაზე. ეს საკითხები ახლოს არის დაკავშირებული ეპისტემოლოგიის მნიშვნელოვან დებატებთან, როგორებიცაა უთანხმოების ეპისტემური ღირებულება, რწმენებისა და რწმენების ხარისხების მიმართება და მტკიცებულების ანალიზის ბუნება.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ეპისტემოლოგია, მეცნიერების ფილოსოფია

რჩეული პუბლიკაციები

2021   “Hybrid Impermissivism and the Diachronic Coordination Problem”. Philosophical Topics. Special issue: Epistemology.(https://www.jstor.org/stable/10.2307/48676551)
2021   “Fine-Tuning, Weird Sorts of Atheism and Evidential Favouring”. Analytic Philosophy. (https://doi.org/10.1111/phib.12232)

პუბლიკაციების ვრცელი სია

2022    “Likelihoodism and Guidance for Belief”. Journal for General Philosophy of Science. (https://doi.org/10.1007/s10838-022-09608-3)

2022    “Is Evidential Support the Same as Increase-in-Probability?”. Grazer Philosophische Studien (https://doi.org/10.1163/18756735-00000161).

2022    “Extreme Permissivism Revisited”. European Journal of Analytic Philosophy 18 (1): (A1) 5-26. (https://doi.org/10.31820/ejap.18.1.1).

2020    “Steadfast Views of Disagreement are Incoherent”. Kriterion – Journal of Philosophy 34(2):33-52.

2017    “ემოციები და ნორმატიული შეფასებები”, ფილოსოფია და ლოგიკა, თამარ ცხადაძე (ედიტორი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

2018    “უთანხმოება და მტკიცებულება”, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

რაციონალური აზროვნება: მისი ბუნება და ღირებულება; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II; შესავალი ფორმალურ ლოგიკაში; ეპისტემოლოგია

საბაკალავრო ნაშრომი (ფილოსოფია); ფორმალური მეთოდები ფილოსოფიაში: შესავალი; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I; ბეიზიანური ეპისტემოლოგია; თემები თანამედროვე მეტაფიზიკიდან

საბაკალავრო კურსები:

შესავალი მეტაფიზიკაში (2021-2022, გაზაფხულის სემესტრი)

თანამედროვე პოლიტიკის ფილოსოფია: შესავალი (2017-2018, ზაფხულის სემესტრი)

შესავალი ეპისტემოლოგიაში (2017-2018, შემოდგომის სემესტრი)

ფორმალური მეთოდები ფილოსოფიაში (2017-2018, ზაფხულის სემესტრი)

სამაგისტრო კურსები:

ცოდნა, რწმენა და რწმენის ხარისხები (2021-2022, შემოდგომის სემესტრი)