პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით
ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი
თინათინ მარგალიტაძემ დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე და 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მრავალმნიშვნელობიანი ზედსართავი სახელების, როგორც სანომინაციო ერთეულების, სტრუქტურულ-სემანტიკური დახასიათება თანამედროვე ინგლისურ ენაში“. 1989 წელს მონაწილეობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სამთვიან კურსებში სარეის უნივერსიტეტში, ქ. გილფორდი, დიდი ბრიტანეთი. მოწვეული მეცნიერის სტატუსით 1997 წელს ერთი სემესტრი იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლინგვისტიკის დეპარტამენტში, ხოლო 2011 წელს ტურინის უნივერსიტეტში, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების დეპარტამენტში.
1985 წლიდან „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ერთ-ერთი შემდგენელი, რედაქტორი, შემდეგ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი (დღეისათვის გამოქვეყნებულია ლექსიკონის 14 ტომი; ინტერნეტში ატვირთულია ლექსიკონის ონლაინვერსია, რომელიც 110 000 სიტყვა-სტატიას მოიცავს – www.dict.ge). „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ ერთ-ერთი შემდგენელი და რედაქტორი. „ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინლექსიკონის“ (http://mil.dict.ge), „ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინლექსიკონისა“ (http://bio.dict.ge) და „ინგლისურ-რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ონლაინლექსიკონის“ (http://techdict.ge) რედაქტორი.
ავტორი და ხელმძღვანელი სამაგისტრო პროგრამისა „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ და სადოქტორო მოდულისა „ელექტრონული ლექსიკოგრაფია“ სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლექსიკოგრაფიაში ბათუმის ორი საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი (2010 და 2012).
ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორი.
თ. მარგალიტაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ორენოვანი ლექსიკოგრაფია (ზოგადი და სპეციალიზებული); ეკვივალენტობის პრობლემა მონათესავე და არამონათესავე ენებში; პოლისემიური სიტყვების უნივერსალური მოდელები; სიტყვის მნიშვნელობის სემანტიკური სტრუქუტურა და სალექსიკონო დეფინიციები; ქართული ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ისტორია; პარალელური კორპუსები; კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფია; მანქანური თარგმანი.
წიგნები
სტატიები ჟურნალებში
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
ინგლისური ენის ისტორია; ლექსიკოგრაფიის შესავალი; ლექსიკოგრაფია და ლექსიკოლოგია; ტერმინოლოგია: ისტორია, მეთოდები, თანამედროვე ტექნოლოგიები ინდოევროპული ფილოლოგიის საფუძვლები; სადოქტორო სემინარი II; პრაქტიკული კურსი ზოგად ლექსიკოგრაფიაში; პრაქტიკული კურსი სპეციალიზებულ ლექსიკოგრაფიაში; სიტყვის მნიშვნელობა და მისი კვლევის მეთოდები |
სიტყვის მნიშვნელობა და მისი კვლევის მეთოდები“ – 2020 – 2021 შემოდგომის სემესტრი, მაგისტრატურა (პირველი სემესტრი), თსუ |
ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) წევრი 1997 წლიდან;
ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (EURALEX) მმართველი საბჭოს წევრი 2012 – 2018 წლებში;
აფრიკის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის (AFRILEX) წევრი 2017 წლიდან;
ჩრდილოეთ ამერიკის ლექსიკონის საზოგადოების (Dictionary Society of North America, DSNA) წევრი 2017 წლიდან.
ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის (EMLEX, European Master in Lexicography) ასოცირებული წევრი 2017 წლიდან.