მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ- პროფესორი. გრაფიკის მიმართულებით





ირაკლი ტოკლიკიშვილი დაიბადა 1989 წელს, თბილისში. 2007-11 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დაზგური გრაფიკის მიმართულებით (ბაკალავრიატი), 2011-13 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დაზგური გრაფიკის მიმართულებით (მაგისტრატურა).
სწავლის დასრულებისთანავე Erasmus +ის პროგრამის ფარგლებში (იმ წლებში EVS-European Volunteering Service) გაემგზავრა ესტონეთში, სადაც მუშაობდა მოხალისე პედაგოგად, ქალაქ ვალგის მუნიციპალიტეტის სოფელ ლულემაეს საჯარო სკოლაში. იმავე სოფლის კულტურის სახლსა და ახალგაზრდულ ცენტრში ატარებდა ხატვის გაკვეთილებს. საქართველოში დაბრუნდა 2014 წელს, თუმცა ესტონეთთან დღემდე უწყვეტი კავშირი აქვს (დაზგური გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკის თეორიული და პრაქტიკული მასტერკლასები, პერსონალური და ჯგუფური გამოფენები, კონკურსები).
სამხატვრო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და სახელოვნებო პროექტებში.
მეტწილად მუშაობს გრაფიკისა და ფერწერის სხვადასხვა მედიუმში.
შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, 2016-18 წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, პარალელურად მუშაობდა კერძო შემოქმედებით სტუდიაში, რომლის თანადამფუძნებელიც თავად არის. შემდეგ, 2018 წლიდან, მუშაობა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გრაფიკის მიმართულებით, სადაც დღემდე მუშაობს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სახვითი ხელოვნება: გრაფიკა, დაზგური გრაფიკა, ფერწერა.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

კომპიუტერული და დაზგური გრაფიკა 4: After effect. ოფორტი – მშრალი შტრიხი, მოწამლული შტრიხი. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი (ჩაშენებული პრაქტიკით); კომპიუტერული და დაზგური გრაფიკა 2: Adobe Illustrator. გრავიურა მუყაოზე. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი; სადიპლომო ნამუშევარი

კომპიუტერული და დაზგური გრაფიკა 1: CorelDRAW. შავ-თეთრი და ფერადი ლინოგრავიურა. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი; კომპიუტერული და დაზგური გრაფიკა 3: Adobe Photoshop. მონოტიპია და ქსილოგრაფია, ანალიტიკურ-სტუდიური კურსი; კომპიუტერული და დაზგური გრაფიკა 5: 3D MAX. ოფორტი-აკვატინტა, მეცოტინტო, ლავისი. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი (ჩაშენებული პრაქტიკით)

საბაკალავრო:

  • 2018-2019 (გაზაფხული), 2019-2020 (გაზაფხული), 2020-2021 (გაზაფხული), 2021-2022 (გაზაფხული),
  • 2022-2023 (გაზაფხული) სემესტრების განმავლობაში – „კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა 2: Adobe Illustrator. გრავიურა მუყაოზე. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი“;
  • 2018-2019 (გაზაფხული), 2022-2023 (გაზაფხული) სემესტრების განმავლობაში – „კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა 4: Adobe Flash. ოფორტი-მშრალი ნემსი, მოწამლული შტრიხი. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი“;
  • 2018-2019 (გაზაფხული), 2020-2021 (გაზაფხული), 2021-2022 (გაზაფხული) სემესტრების განმავლობაში – „ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 2: ადამიანის თავი. სტუდიური კურსი“;
  • 2018-2019 (შემოდგომა), 2019-2020 (შემოდგომა), 2020-2021 (შემოდგომა), 2021-2022 (შემოდგომა), 2022-
  • 2023 (შემოდგომა) სემესტრების განმავლობაში – „კომპიუტერული და დაზგური გრაფიკა 1: CorelDRAW. შავ-თეთრი და ფერადი ლინოგრავიურა. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი“;
  • 2018-2019 (შემოდგომა), 2019-2020 (შემოდგომა) სემესტრების განმავლობაში – „კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა 3: Adobe Photoshop, Adobe Indesign. მონოტიპია და ქსილოგრაფია, ანალიტიკურ-სტუდიური კურსი“;
  • 2021-2022 (შემოდგომა), 2022-2023 (შემოდგომა) სემესტრების განმავლობაში – „კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა 3: Adobe Photoshop. მონოტიპია და ქსილოგრაფია, ანალიტიკურ-სტუდიური კურსი“;
  • 2018-2019 (შემოდგომა), 2020-2021 (შემოდგომა), 2021-2022 (შემოდგომა) სემესტრების განმავლობაში – „ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 1: თაბაშირის თავის ასლები. სტუდიური კურსი“;
  • 2019-2020 (გაზაფხული) სემესტრის განმავლობაში – „კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა 4: Adobe Flash. ოფორტი-მშრალი ნემსი, მოწამლული შტრიხი. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი“;
  • 2019-2020 (გაზაფხული) სემესტრის განმავლობაში – „ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 4: შიშველი ფიგურა“;
  • 2019-2020 (შემოდგომა), 2020-2021 (შემოდგომა), 2022-2023 (შემოდგომა) სემესტრების განმავლობაში – „კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა 5: 3D MAX. ოფორტი-აკვატინტა, მეცოტინტო, ლავისი. ანალიტიკურ-სტუდიური კურსი (ჩაშენებული პრაქტიკით)“;
  • 2019-2020 (შემოდგომა), 2020-2021 (შემოდგომა) სემესტრების განმავლობაში – „ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 3: ადამიანის ფიგურა. სტუდიური კურსი“;
  • 2018-2019 (გაზაფხული), 2019-2020 (გაზაფხული), 2020-2021 (გაზაფხული), 2022-2023 (შემოდგომა- გაზაფხული) სემესტრების განმავლობაში – „სადიპლომო ნამუშევარი“.

ჯგუფური და პერსონალური გამოფენები (ადგილობრივი)

2023 ჯგუფური გამოფენა Ink Fusion, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი.

2022  ჯგუფური გამოფენა, „Kera Gallery“, ,,ტაბახმელა რეზიდენსი“.

2019 პერსონალური გამოფენა „ინტერვალები“, გალერეა „ვანდა“, თბილისი.

2018 ჯგუფური გამოფენა ,,არსად ბმა“, Gate Gallery, თბილისი.

2017 ჯგუფური გამოფენა  “Young Generation” გალერეა „ვანდა“, თბილისი.

2015 პერსონალური გამოფენა „სივრცე-მეგობარი“, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა.

2014 ღია ბარათების კრებულში შესული ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა „ახალგაზრდა ქართველი მხატვრები“, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა.

20122013 მუზეუმების განვითარების პროექტი „კულტურის ახალი სუნთქვა“, ქუთაისი.

ჯგუფური და პერსონალური გამოფენები (საზღვარგარეთ)

2023 საერთაშორისო არტ რეზიდენსი “Futurum III”, შემოქმედებითი მუშაობა, ჯგუფური გამოფენა. დრეზდენი, გერმანია.

2022 ლინოგრავიურის ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრების ყოველწლიური კონკურსი/ჯგუფური გამოფენა. TYPA Center, ტარტუ, ესტონეთი.

2019 “Mostra Internacional De Maneira Negra”, ,,მეცოტინტოს ტექნიკში“ შესრულებული ნამუშევრების საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, კამპინა, ბრაზილია.

2018 პერსონალური გამოფენა „კავშირი“.  ესტონეთი, ქ. ვალგის მუზეუმი.

2018 ტოკიოს მე-6 საერთაშორისო მინი-პრინტების ბიენალე/ჯგუფური გამოფენა, ტოკიო, იაპონია.

2017 მე-19 საერთაშორისო გრაფიკული ნამუშევრების ბიენალე/ჯგუფური გამოფენა, Varna 2017, ვარნა, ბულგარეთი.

2013 მე-17 საერთაშორისო გრაფიკული ნამუშევრების ბიენალე/ჯგუფური გამოფენა, Varna 2013. ვარნა, ბულგარეთი.

2012-2013 მუზეუმების განვითარების პროექტი „კულტურის ახალი სუნთქვა“, ოდესა, უკრაინა.

2023 Erasmus + პროგრამის ფარგლებში ჩატარებული დაზგური გრაფიკის შემოქმედებითი სტაჟირების ხელმძღვანელი/მენტორი. სტუდენტი Anna-Liisa Saask, Pallas University, ტარტუ, ესტონეთი.

2023 მეცოტინტოს ტექნიკის თეორიის და პრაქტიკის ერთკვირიანი კურსის ხელმძღვანელი ესტონეთის სამხატვრო აკადემიაში, ტალინი, ესტონეთი.

2021 ანიმაციური ფილმის „ბენია“ დამდგმელი მხატვარი. რეჟისორი ირაკლი მახარაძე.
2020 ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ დამდგმელი მხატვარი. რეჟისორი მარიამ კაპანაძე.

ჯილდოები

2022 Grand Prix ნამუშევრისთვის „გასეირნება ღამით“. ლინოგრავიურის ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრების ყოველწლიური კონკურსი/ჯგუფური გამოფენა. TYPA Center, ტარტუ, ესტონეთი.

ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ ჯილდოები:

2021 საუკეთესო მხატვრობისთვის, ოტავას საერთაშორისო ანიმაციის ფესტივლი. ოტავა, კანადა.

2021 საუკეთესო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციისთვის, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. ლიბერეცი, ჩეხეთის რესპუბლიკა.

2021 ანიმაციისათვის, რომელიც ამძაფრებს გრძნობებს, იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვების მუზეუმი. ტოკიო, იაპონია.