მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი





ცირა კილანავამ (დაიბადა 1983 წელს ქ. სოხუმში) 2004-2006 წ.წ. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, 2012 წელს კი _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დოქტორანტურა; 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ქართული ნაციონალური დისკურსის ფორმირება: საქართველოსა და რუსეთის იმპერიის მარკირების მოდელები და ქართული ნაციონალური თვითიდენტიფიკაცია მე-18 საუკუნის დასასრულისა და მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“. 2013-2019 წ.-ში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

იმაგოლოგიური და იდენტობის კვლევები, მეხსიერება ლიტერატურაში

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • 2019 წ., „სივრცითი ლექსიკური ერთეულის იდეოლოგიზება ქართულ მწრლობაში: „ჩრდილოეთის ქვეყნის“ რელიგიური და ნაციონალური კონტექსტები“, კადმოსი, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი (რედ. ზ. კიკნაძე), ილიას საელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
  • 2013 წ., „ქართული ნაციონალური დისკურსი, კოლონიური სინამდვილე და ილია ჭავჭავაძის პოეტური შემოქმედება“, შედარებითი ლიტერატურის კრებული, 1 (რედაქტორები: ბელა წიფურია და ათინათ მამაცაშვილი-კობახიძე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 10/2018
  • 2010 წ., „<<ქვეყნის იგავი>> და <<საქართველო>>: ბაგრატიონთა ორი ალეგორიული ნახატი“, კადმოსი, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი (რედ. ზ. კიკნაძე), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2/2010
  • 2010 წ., „ზღვის სემანტიკა <<დავითიანში>>“, სემიოტიკა, სამეცნიერო ჟურნალი (რედ. ც. ბარბაქაძე), სემიოტიკის კვლევის ცენტრი, თბილისი, 8/2010
  • 2010 წ., „ენობრივი ექსპერიმენტები ქართულ მასკულტურაში“, სემიოტიკა, 7/2010
  • 2010 წ., „წიგნი ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიისა და პოეტიკის შესახებ“, წახნაგი, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული (რედ. მ. ღაღანიძე), თბილისი, „მემკვიდრეობა“, 2/2010
  • 2009 წ., „ქალაქი, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი“ (თანამედროვე ქართული ურბანისტული პოეზიის ერთი ნიმუშის ანალიზი), სემიოტიკა, 6/2009
  • 2005 წ., „ოთარაანთ ქვრივად სახელდების გააზრებისათვის“, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი (რედ. მ. თოდუა), თბილისი,  6/2005
  • 2003 წ., „ვინ არის იგი“ (მ. აბაშიძის ორტომეულის მიმოხილვა), საგურამო, ლიტერატურული ჟურნალი (რედ. ა. ბედუკაძე), 5/2003
  • 2003 წ., „<<გალობანი სინანულისანი>> და ჯვარსახოვნების პრინციპი“, ცისკარი (რედ. ზ. კალანდია)
  • 2002 წ., „განძად გპოვებდი, მექმენი შიშად“ (ჯავახურ მეტყველებაში გამოვლენილი ერთი ტენდენციის შესახებ), თბილისის უნივერსიტეტი, გაზეთი (რედ. გ. შეყილაძე)

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობა და მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურა; სივრცის მოდელები ქართულ ლიტერატურაში

“ვეფხისტყაოსანი” რუსთველისა და მომდევნო ეპოქათა სააზროვნო კონტექსტში; ლიტერატურული მეხსიერება: ომი თანამედროვე ქართულ პროზაში; ქართული მოდერნისტული რომანი