ბაქარ ბარათაშვილმა ეკონომიკური განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასა (ISET) და რაისის უნივერსიტეტში (აშშ). მოგვიანებით მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში და გაიარა სხვადასხვა ტრეინინგი და პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და CFA ინსტიტუტში. პროფესიული კარიერის მანძილზე ბაქარი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტში (ISET PI). იგი საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის თანადამფუძნებელი და დირექტორია. პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად ბაქარს აქვს 15-წლიანი სწავლების გამოცდილება ქართულსა და უცხოურ უნივერსიტეტებში. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ინვესტიციები, დეცენტრალიზებული ფინანსები, ბლოკჩეინტექნოლოგიები და განათლების ტექნოლოგიები.