გიორგი ბეგაძე

ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მიმართულებით

  • 1994 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახლმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი ეკონომისტის კვალფიკიციით;
  • 1999 წელს დაამთავრა USAID სასწავლო მომზადების კურსი და მიიღო სასწავლო ინსტრუქტორის (სასწავლო ტრენერი) კვალიფიკაცია;
  • 1995-დან 2005 წლამდე ფინანსთა, შემოსავლებისა და განათლების სამინისტროებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.
  • 1999-2001 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შემოსავლების ადმინისტრირებისა და გადასახადების აკრეფის კურსის ტრენერი.
  • 2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვადაგადაცილებული გადასახადების აკრეფის მეთოდების განყოფილების უფროსად;
  • 2010 წელს დაამთავრა და მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სისტემების (ISO) აუდიტორის კვალიფიკაცია.
  • ჩატარებული აქვს 20-მდე კვლევა და გამოქვეყნებული აქვს ათამდე პუბლიკაცია ტურიზმის მიმართულებით.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2005 წლიდან. იყო ილიაუნის აპარატის უფროსი.
  • 2011-დან 2016 წლამდე – ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი.
  • 2013 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სხვადასხვა საგანში.
  • 2013 წელს – ვილნიუსის გამოყენებითი უნივეერსიტეტი, ლექტორი – საქართველოს ტურისტული რესურსები.
  • 2014 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • 2014 წელს სწავლობდა ვარშავის ეკონომიკური სკოლა/უნივერსიტეტის საწავლო პროგრამების მეთოდოლოგიებს ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
  • 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  1. საინფორმაციო ტექნოლოგიები ტურიზმში
  2. ტურიზმის პოლიტიკა
  3. მდგრადი ტურიზმი
  4. კულტურული და ბუნებრივი რესურსები
  5. ეკოტურიზმი
  6. კვებისა და სასმელების ინდუსტრია

რჩეული პუბლიკაციები

• ტურიზმის განვითარება საქართველოში; რეგიონები სოციალურ-ეკონომიკურ ზრდაში.
• Bogucki Wydawnictwo Naukowe. პოლონეთი, 2013.
სტატიები ჟურნალებში

  • „სარგებელი და რისკები“, ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015, ჟურნალი „ფორბსი“, 2015
  • ქიმიის ისტორია და სამეცნიერო ტურიზმი, როგორც საშუალება, გაიზარდოს სტუდენტთა მოტივაცია, ისწავლონ ქიმია (თანაავტორი), ჟურნალი Tchê Química. #22. აგვისტო

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • საქართველოსა და ლიტვის ტურისტული ბაზრების კვლევა, 2015, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ლიტვასა და საქართველოს შორის წარსულსა და აწმყოში არსებული კავშირები, 2015, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ფაქტორების კვლევა, რომელიც მოტივაციას სძენს სტუდენტებს, მიიღონ განათლება ტურიზმში, 2015, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ტურიზმის როლი საქართველოს მთის რეგიონების მდგრად განვითარებაში, 2015, ბულგარეთი

მიმდინარე სალექციო კურსები

  • ტურიზმის პოლიტიკა და სტრატეგიული დაგეგმვა;
  • ტურიზმის შესავალი;
  • სამაგისტრო ნაშრომი (ტურიზმის მენეჯმენტი)
  • E-ტურიზმი

სალექციო კურსების კატალოგი

  • მაგისტრატურა
  • 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში – ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში – ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში – ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში –მასპინძლობის მენეჯმენტი ტურიზმში
  • 2014-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში – მასპინძლობის მენეჯმენტი ტურიზმში
  • 2012-1013 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში – ტურიზმის შესავალი
  • 2011-2012 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში ტურიზმის შესავალი