პროფესორი საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS
დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, განათლების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
მარიკა კაპანაძემ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, სწავლა განაგრძო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცილის ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადამიანის პანკრეასის პოლიპეპტიდის მუტანტების სტაბილურობის შესწავლა“. 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით, 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად კოორდინირებას უწევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განათლების პროექტების დანერგვას საქართველოში. 2010-2012 წლებში იყო TEMPUS-ის პროექტის პირველი ქართველი კოორდინატორი. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა საქართველოში ევროკომისიის მე-7 ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები PROFILES და Chain Reaction. ამჟამად ERASMUS+ პროექტის ESTA – ს კოორდინატორია საქართველოში. გაცვლითი პროექტების ფარგლებში კითხულობდა ლექციებს ევროპის უნივერსიტეტებში, მათ შორის – ბრემენის (გერმანია), ლიმერიკის (ირლანდია), ლინეუსისა (შვედეთი), მალტის (მალტა) და კლაგენფურტის (ავსტრია) უნივერსიტეტებში. მარიკა კაპანაძე DAAD-ის დაფინანსებით კვლევით საქმიანობას ეწეოდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. ის რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის რედკოლეგიის წევრია, ასევე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის – ARISE დამფუძნებული და რედაქტორია. მარიკა კაპანაძე თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის ბევრ უნივერსიტეტთან, აწარმოებს ერთობლივ კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. მან მიიღო მიჩიგანის უნივერსიტეტის დაფინანსება და 2018 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
გამოცემული და რედაქტირებული წიგნები და სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე