პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
გიორგი ხიშტოვანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი და ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი. ამავდროუად, გიორგი არის ფინანსების სამაგისტრო პროგრამისა და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
გიორგი ხიშტოვანი ბრემენში (გერმანია), ტრიერში (გერმანია), ლიუნებურგსა (გერმანია) და თბილისში სწავლობდა ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებასა და სამართალს. გიორგი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მისი სადისერტაციო ნაშრომი სწავლობს 2003-2012 წლებში საქართველოში მმართველობის სტრუქტურების ტრანსფორმაციას. აგრეთვე, გიორგი ფლობს ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხს (LL.M), ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს (MSc) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომომიკისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხს.
გიორგის აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ თხუთმეტწლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრო სექტორში. სანამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოურთდებოდა 2016 წელს, გიორგი 2009-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობაზე, 2011-2014 წლებში იგი იყო ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, 2015-2016 წლებში გიორგი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი დირექტორი, 2015-2017 წლებში გიორგი მუშაობდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტებისა და პროგრამების დეპარტემენტის დირექტორად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის პარალელურად, 2017-2025 წლებში გიორგი იყო Policy and Management Consulting Group (PMCG)-ის კვლევითი დირექტორი და PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.
გიორგის კვლევითი ფოკუსია გლობალური ფინანსები, პოლიტიკური ეკონომიკა და მმართველობა, ფისკალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობა. მას გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები აკადემიურ ჟურნალებში და არის რამოდენიმე მონოგრაფიის ავტორი და თანა-ავტორი. ამავდროულად, გიორგი არის მრავალი გამოყენებითი კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა ფინანსები, მიგრაცია, ტურიზმი, განათლება, საჯარო ადმინისტრირება, საერთაშორისო ვაჭრობა, სექტორალული განვითარება და რეგიონალური კონკურენტუნარიანობა. (იხილეთ რჩეული პუბლიკაციების სექცია)
ამასთანავე, გიორგის სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში, აქვს კონსულტანტად და მკვლევრად საქმიანობის მრავალწილიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ევროკომისიის, ADB-ის, კარეკის ინსტიტუტის, UN-ის სხვადასხვა სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის (GIZ), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში.
რჩეული პუბლიკაციები