აკადემიური წერის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორი
გიგა ხოსიტაშვილი არის განათლების დოქტორი (PhD) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტზე. მის კვლევით ინტერესებს წარმოადგენს განათლების პოლიტიკა, აკადემიური კეთილსინდისიერება და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლება. მას აქვს ინფორმაციის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ასევე სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – ახალი მედია და ცოდნის მართვა.
გიგა ხოსიტაშვილი 2011 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურის ზოგად მოდულში; მედიცინის პროგრამაში (აკადემიური უნარები (ENG)); განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში; დაწყებითი საფეხურის და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებში. 2015 წლიდან მან რამდენჯერმე გაიარა სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ტრენინგები პარიზის დიდროს, ლუვენის, ვენის, გრაცის, ბარსელონას და მარიბორის უნივერსიტეტებში. აკადემიური მობილობის ფარგლებში კი ლექციები წაუკითხავს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯში, უფსალას უნივერსიტეტში, ბარსელონას ავტონომიურ და ვალიადოლიდის უნივერსიტეტებში.
ის აქტიურად არის ჩართული ერაზმუს + პროგრამით დაფინანსებულ ინსტიტუციურ განვითარების პროექტებში (INTEGRITY, PRINTEL, ETHICS, DITECH, PRODIGE, LOVEDISTANCE), რომლებიც ეხება აკადემიურ კეთილსინდისიერებას, დისტანციური სწავლების განვითარებას და კვლევის ეთიკას. 2022 წელს მან მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი სადოქტორო კვლევის განსახორციელებლად.
სტატიები ჟურნალებში
წიგნები
სამაგისტრო საფეხური:
ასოცირებული რედაქტორი
International Journal for Educational Integrity (Springer Nature, Q1)
https://link.springer.com/journal/40979
სარედაქციო საბჭოს წევრი
Knowledge Economy and Lifelong Learning (KELL)
Academic Research and Publishing UG, გერმანია
https://armgpublishing.com/journals/kell/
მრჩეველი აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებში (სარედაქციო ჯგუფი)
Financial Sciences
ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის გამომცემლობა
პოდკასტი კვლევის ეთიკის შესახებ
პოდკასტი კვლევის ეთიკის შესახებ