გიორგი კირკიტაძე

ასისტენტ-პროფესორი, გეომატიკის ინჟინერიის მიმართულებით

გიორგი კირკიტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია გეომატიკის ინჟინერიის მიმართულებით. მას აქვს მაგისტრის ხარისხი გეოგრაფიაში სპეციალიზაციით დისტანციური ზონდირება და გეოინფორმაციული სისტემები. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე „ახლო დისტანციური ციფრული აეროფოტოგრამმეტრიის ტექნოლოგიის გამოყენება არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში“.

მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს გეომატიკის ტექნოლოგიების გამოყენებას გარემოს, ურბანული სივრცისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისთვის.

გიორგის აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აეროფოტოგრამმეტრიის სფეროში. მის სასწავლო კურსებზე სტუდენტები ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით სივრცითი მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. გარდა აუდიტორიული მუშაობისა, აქტიურად მონაწილეობს საველე ექსპედიციებსა და კვლევით პროექტებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები

გეომატიკის ტექნოლოგიები (დრონები, აეროფოტოგრამმეტრია, GIS), მათი ინტეგრაცია გარემოს კვლევაში, ურბანული ანალიზსა და კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ დოკუმენტირებაში; ასევე გეოსაინფორმაციო მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ინტერპრეტაცია.

მიმდინარე სალექციო კურსები

  • სამოქალაქო ინჟინერიის კომპიუტერული პროგრამები (GIS) (ENG)
  • სამოქალაქო ინჟინერიის კომპიუტერული პროგრამები (GIS)

 

სალექციო კურსების კატალოგი

  • სამოქალაქო ინჟინერიის კომპიუტერული პროგრამები (GIS) (ENG)
  • სამოქალაქო ინჟინერიის კომპიუტერული პროგრამები (GIS)