პროფესორი,სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით
ჩხიკკვაძე კონსტანტინე დაიბადა 16.09 1951 წელს ქ.თბილისში, დაამთავრა 1968 წელს მე-9 საშუალო სკოლა.
1968-1973 წლებში არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც წარმატებით დამთავრა და მიიღო ინჟინერ მშენებლის დიპლომი.
1973–1977 წ.წ. მუშაობს საპროექტო ინსტიტუტში “თბილქალაქპროექტი” უფროს ინჟინრად.
1976 – 1980 წლებში არის საქათველოს მეცნიერებათა აკადემიის “სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის” ინსტიტუტის ასპირანტი. 1985 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რკინაბეტონის გადახურვის გარსის, ფუნდამენტის კონსტრუქციისა და აეს-ის შენობის ფუძის ერთობლივი მუშაობა სეისმური ზემოქმედების დროს“ (აეს – ატობური ელექტრო სადგური).
1977–1987 წ.წ. მუშაობს საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტში (“გრუზნიიეგსი“) უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. სამეცნიერო თემატიკა – ენერგეტიკული ობიექტების სეისმომედეგობა (ენგურის თაღოვანი კაშხალის სეისმომედეგობა, ატომური ელექტრო-სადგურების სეისმომედეგობა, და სხვა).
1987 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის (ყოფილი კოსმოსური ნაგებობათა ინსტიტუტი) თეორიული განყოფილების გამგედ, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. ძირითადი მიმართულება – დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური ნაგებობების თეორიული მოდელების შექმნა, მათი ძირითადი პარამეტრების კვლევა-ძიება.
2011 – 2017 წლლებში მუშაობს სართველოს თავდაცვის სამინისტროში ჯლუს საკონსტრუქტორო ბიუროს უფროს კონსტრუქტორად.
2013 წლიდან დღემდე აგრარულ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში ეწევა პედაგოგიურ მუშაობას პროფესორის პოზიციაზე. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა დისციპლინებში.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 აგვისტოს #935 ბრძანებულებით დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 ივლისის #736 განკარგულებით დაჯილდოვებულია მედლით “საბრძოლო დამსახურებისთვის”.
სამშენებლო მექანიკა; ნაგებობათა სეისმომედეგობა; ნაგებობების არაწრფივი მუშაობა (ფიზიკური, გეომეტრიული და კონსტრუქციული არაწრფიობა); ნაგებობათა გაანგარიშების სასრული ელემენტების თეორიაზე აგებული სპეციალური თანამედროვე არსებული პროგრამების შესწავლა გამოყენება და ახალი პროგრამების შექმნა; კოსმოსური დიდგაბარიტიანი გასაშლელი ნაგებობების შექმნა, თეორიული მოდელება და მათი ძირითადი პარამეტრების კვლევა-ძიება.
რჩეული პუბლიკაციები
New design modifications of the supporting ring for a large deployable space reflector S. Tserodze1 · E. Medzmariashvili1 · C. G. M.van‘t Klooster2 · K. Chkhikvadze1 · M. Muchaidze1 · M. Nikoladze1 · A. Chapodze1 · I. Sigua1 · M. Sanikidze1 Received: 14 March 2020 / Revised: 13 August 2020 / Accepted: 17 August 2020 © CEAS 2020.
„x-like biaxial voided concrete slab“. Dachi Jugashvili, Konstantine Chkhikvadze Agricultural University of Georgia, Tbilisi 0159, Georgia. SCIENTIFIC-TECHNICAL JOURNAL, ”BUILDING“ #2(70), 2024, pp 10-15
Journal DOI: https://doi.org/10.52340/building. e-ISSN: 2960-9682. ISSN: 1512-3936
კონსტანტინე ჩხიკვაძე, დაჩი ჯუგაშვილი; მონოგრაფია საქართველოს სეისმომედეგი მშენებლობის პრობლემები. „საქართველოში სეისმომედეგობის სფეროში ბოლო ათწლეულში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები“. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 0186. ა.პოლიტკოვსკაიას #4, 144გვ. 2023წ.
Santiao Prowald, K. Chkhikvadze, M. Nikoladze, M. Muchaidze. „Latest modification of the deployable space reflector structure with V-folding bars“. CEAS Space Journal
An Official Journal of the Council of European Aerospace Societies ISSN: 1868-2502 (Print) 1868-2510 (Online) Volume 12, Issue 2, June 2020, Pages 163-169.
პუბლიკაციების ვრცელი სია
მასალათა გამძლეობა I, II; სამშენებლო მექანიკა I, II; სასრულ ელემენტთა ანალიზი; მდგრადობის და სეისმომედეგობის გაძლიერებული კურსი; სამშენებლო მექანიკა და სეისმომედეგობა ; საანგარიშო პროგრამები (LLIRA-SAPR, SAP2000).