დავითი მამრიკიშვილი

ასისტენტ- პროფესორი,ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

დავითი არის საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia -ს მმართველი პარტნიორი, წარსულში, იგი მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

დავითი 2015  წლიდან კითხულობს  ფინანსებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ კურსებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.

დავითი არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, მან წარმატებით დაიცვა ხარისხი   საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე სახელწიდებით “ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, საერთაშორისო გამოცდილება და ინვესტიციების განთავსების პრობლემები საქართველოში“.

ამასთან, მას მინიჭებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფინანსებში. ასევე, იმავე  უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი, დავითი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

დავითი არის პროფესიონალი ბუღალტერი 2008-2017 წლები დასრულებული აქვს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია-ის ACCA -ის სრული კურსი, 14 წიგნი.

დავითი 2023- 2025 წლებში როგორც საგადასახადო ექსპერტი მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის კვლევაში Business Ready (B-READY).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები
  • კაპიტალის ბაზრები
  • საპენსიო/საინვესტიციო ფონდები და ინვესტიციები.
  • გადასახადები და საგადასახადო პოლიტიკა.

რჩეული პუბლიკაციები

  • PROCEEDINGS BOOK 12th INTERNATIONAL NEW YORK CONFERENCE ON EVOLVING TRENDS IN INTERDISCIPLINARY RESEARCH & PRACTICES Manhattan, New York City INVESTMENT POLICY ANALYSIS OF THE MANDATORY FUNDED PENSION SYSTEM IN GEORGIA: INTERNATIONAL EXPERIENCE AND CHALLENGES-2025
  • Bulletin of Akaki Tsereteli State University-Pension Agency’s Investment Policy and Modern International Experience -2025
  • GLOBALIZATION AND BUSINESS #9, 2020 - PROS AND CONS OF PENSION REFORM- GEORGIAN CASE.
  • Business-Engineering (b i z n e s - i n J i n e r i n g i) -საპენსიო რეფორმა საქართველოში.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

  • ფინანსური აღრიცხვა 1 (საბაკალავრო).
  • ფინანსური აღრიცხვა 2 (საბაკალავრო).
  • შესავალი საქ. საგადასახადო სისტემასა და აღრიცხვაში (საბაკალავრო).
  • საგადასახადო პოლიტიკა (საბაკალავრო).

სალექციო კურსების კატალოგი

  • ფინანსური ანგარიშგება (სამაგისტრო)