ალექსანდრე წაქაძე დაიბადა 1977 წლის 3 აგვისტოს ქ. სოხუმში. 1995 წ-ს დაამთავრა სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება, ბაკალავრის, მაგისტრის და 2012 წელს აკადემიური დოქტორის ხარისხით. 2009 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებაში, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეში, სამშენებლო ფაკულტეტზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად პედაგოგიური საქმიანობით დაკავებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. კითხულობდა სალექციო კურსს კონსტრუქციები; ქართულ-ამერიულ უნივერსიტეტში – რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს. ასევე, აქტიურად იყო ჩართული საინჟინრო მოღვაწეობაში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია და ნაშრომი. 2004 წლიდან მონაწილეობას იღებს მრავალი სხვადასხვა, კერძო თუ სახელმწიფო დანიშნულების ობიექტების დაპროექტებაში.ხელმძღვანელობს შპს „ფორსი“-ს საპროექტო გუნდს (დირექტორი, მთავარი კონსტრუქტორი).
არის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ექსპერტი და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (2019 წლიდან).
ალექსანდრე წქაქაძის ავტორობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი სამოქალაქო თუ სამრეწველო შენობის ტექნიკური მდგომარეობის კვლევა, ასევე დაპროექტება – კომპიუტერულ გაანგარიშება დინამიურ და სტატიკურ ზემოქმედებებზე და პროექტირება.
კონსტრუქციები - სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, II კურსის I და II სემესტრი - საბაკალავრო;
ფოლადის, ალუმინის და მსუბუქი შენადნობების კონსტრუქციები - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , III კურსის I და II სემესტრი - საბაკალავრო;
რკინაბეტონის კონსტრუქციები - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , III კურსის I და II სემესტრი - საბაკალავრო;
ქართული სამშენებლო ნორმები და წესები - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , II კურსის I სემესტრი - საბაკალავრო;
სამშენებლო ევრონორმები - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , II კურსის II სემესტრი - საბაკალავრო;
მასალათა გამძლეობა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, II კურსის I და II სემესტრი - საბაკალავრო;
შენობა-ნაგებობების დაზიანების მიზეზები და ავარიულობის ნიშან-თვისებები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო
ტექნიკური დიაგნოსტიკა (სპეცკურსი) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამაგისტრო
კონსტრუქციების გაანგარიშება სასრულ ელემენტთა მეთოდით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, IV კურსის I და II სემესტრი - საბაკალავრო