ასოცირებული პროფესორი გარემოს ინჟინერიის მიმართულებით
ელინა ბაქრაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე; ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. 2014 წელს მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; მიღებული აქვს მონაწილეობა 20-მდე საერთაშორისო კონფერენციაში; არის თანაავტორი წიგნისა „ეკოლოგიური პრობლემები“, თბილისი, 2014; ‘’მძიმე მეტალები საქართველოს ნიადაგებში’’ 2018წ. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონმა 2018 წელს მიენიჭა საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსი; 2019 წ. მისი თანაავტორობით გამოიცა ინგლისურენოვანი წიგნი ‘’მიწის რეფორმა პოსტსაბჭოთა სივრცეში’’. 2021 წელს ‘’ვენახი და გარემო’’. არის არაერთი პროფესიული ორგანიზაციის წევრი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ტექნიკური შემფასებელი ISO 17025-ის მიხედვით აკრედიტაციის ცენტრში; ევროპული წყლის რესურსების ასოციაციის წევრი; საქართველოს ქიმიური საზოგადოების წევრი, 2017 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტი და სხვა.
ამასთანავე, ე.ბაქრაძე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე გარემოსდაცვით ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში. გარემოს დაცვით სფეროში სხვადასხვა კუთხით გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: გერმანია, ირლანდია, ჰოლანდია, ფინეთი, ესტონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, საფრანგეთი და ა.შ. გაცვლითი პროგრამით წყლის მართვაზე წყლის ჩარჩო დირექტივს შესაბამისად იმყოფებოდა UNESCO-IHE ინსტიტუტში დელფტში; 2023წ იმყოფებოდა ქ. სან დიეგოში ( კალიფორნია) SDSU- Georgia faculty Development Program;
ქალბატონ ელინას აქვს ძალიან კარგი განათლება და ამ განათლების სათანადოდ გამოყენებისთვის საჭირო ყველა ანალიტიკური და პროფესიული უნარი.
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები ; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები, გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|
2020 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის წევრი;
2017 წლის აგვისტოდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ექსპერტის შემფასებელი;
2021 – საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის სემას წევრ- კორესპონდენტი;
2020 წლიდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2018 წლიდან სტუ-ს გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
2021-2023 სსსტც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წყლის ბიოანალიზის ჯგუფის უფროსი -მთავარი მკვლევარი;
2020-2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი„ ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის სამეცნიერო კონსულტანტი;
პირადი ვებგვერდი:https://www.linkedin.com/in/dr-elina-bakradze-ab04765b/