ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით





მაია ბიწაძე ამჟამად მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. გასულ წლებში მუშაობდა „ათასწლეულის გამოწვევის – ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში ლიდერობის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ში (სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში)პროექტების კოორდინატორად. მუშაობდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტად. აქვს საუნივერსიტეტო დონეზე სწავლების თვრამეტწლიანი გამოცდილება. მუშაობდა „გაერთიანებული გლობალურ ტექნოლოგიებში“(UGT) პროექტების მართვის/ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კონსულტანტად. აქვს არასამთავრობო სექტორისა და თემის განვითარების სფეროში ათწლიანი გამოცდილება მესამე სექტორის ფონდ „ჰორიზონტში” მდგრადი განვითარების პროექტის მენეჯერად და ინფორმაციის პროგრამის კოორდინატორად. ინტერნატურა გავლილი აქვს აშშ განათლების დეპარტამენტში (FIPSE). მაია ბიწაძეს მიღებული აქვს განათლების დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – ამერიკის უნივერსიტეტიდან (აშშ, კოლუმბიის ოლქი) და სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტიდან (GIPA). 2014-2015 წლებში იყო ერაზმუს მუნდუსის პროექტ „ჰუმერიას” პოსტდოქტორალური პროგრამის სტიპენდიატი ჩეხეთში (მაზარიკის უნივერსიტეტი), მასკის პროგრამის სტიპენდიატი – 1995-1997 წლებში (ამერიკული უნივერსიტეტი); JFDP პროგრამის სტიპენდიატი – 2011-2012 წლებში (კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში); CI პროგრამის სტიპენდიატი – 1999 წელს (კოლუმბიის უნივერსიტეტში, მასწავლებელთა კოლეჯში).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

უმაღლესი განათლების /სკოლის ადმინისტრირება, პროფესიული გადაწვა, თანამშრომელთა/სტუდენტთა მოტივაცია, სამსახურით კმაყოფილება, ლიდერობა, ორგანიზაციულიცვლილება/ორგანიზაციული განვითარება, ორგანიზაციული პროცესების ავტომატიზაცია (ტექნოლოგიის გავლენა ორგანიზაციებზე), პროგრამების/კურიკულუმის შეფასება, პროექტების მართვა/შეფასება.

Bitsadze, M. (2019) How Georgia may learn from changes in principal support and supervision internationally. Journal of Educational Administration, 57 (5). pp. 582-590. ISSN 0957-8234

Thessin, R.A. Bitsadze, M. (2019) Principal Learning Across Two Nations. Leadership for School Improvement. An AERA Special Interest Group (SIG #101), 6 (2). pp. 5-9.

Bitsadze M., Japaridze M. (2016). Locus of Control in Georgian Teachers and its Relation to Teacher Burnout. Problems of Management in the 21st Century, PMC; 11(1) 8–15

Bitsadze M., Japaridze M. (2014). Personal and Social Aspects of Teacher Burnout in Georgia. Problems of Education in the 21 Century; 59(59, 7-14)

Bitsadze M., Japaridze M. (2011). Pilot Study of Teacher Burnout in Georgian Context. Problems of Management in the 21 Century, PMC; 2(2) 36-44

ჯაფარიძე მ., ბიწაძე მ., წერეთელი მ. (2010) მასწავლებლის პროფესიული გამოფიტვა – გამომწვევი ფაქტორები, პიროვნული და სოციალური მახასიათებლები, საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

წიგნები

რობერტ ჯ. ოუენსი, ტომას ს. ვალესკი, „ორგანიზაციული ქცევა განათლებაში, ლიდერობა და სკოლის რეფორმა“ (ელექტრონული წიგნი) – თარგმანის შინაარსის რედაქტორი;

პიტერ ჯ. ნორტჰაუზი, „ლიდერობა – თეორია და პრაქტიკა (ელექტრონული წიგნი) – თარგმანის შინაარსის რედაქტორი;

რიჩარდ ა. გორტონი, ჯუდი ა. ალსტონი „ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში, მნიშვნელოვანი ცნებები, სიტუაციური სავარჯიშოები და სიმულაციები“ (ელექტრონული წიგნი)  – თარგმანის  შინაარსის რედაქტორი.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • საბაკალავრო ნაშრომი (ENG);
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 3;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 4;
  • ლიდერობა უმაღლესი განათლების დაწესებულებებში;
  • ორგანიზაციული ლიდერობა თანასწორობისთვის სკოლაში;
  • სამაგისტრო ნაშრომი (განათლების ადმინისტრირება);
  • სტუდენტის განვითარება კოლეჯში
  • ბიზნეს პრაქტიკები უმაღლესი განათლების დაწესებულებებში (ENG);
  • მენეჯმენტი და ორგანიზაციული ქცევა განათლებაში;
  • ფანდრაიზინგი და პროექტების წერა

ორგანიზაციული განვითარება – სამაგისტრო საფეხური

მენეჯმენტის თეორიები და მენეჯერული უნარ-ჩვევები საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის- სამაგისტრო საფეხური

ორგანიზაციული ქცევა განათლებაში – სამაგისტრო საფეხური

განათლების სისტემები, მოდელები და მენეჯმენტი (ინგლ) – სამაგისტრო საფეხური განათლების პოლიტიკა – სამაგისტრო საფეხური

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა – სამაგისტრო საფეხური შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (იუნგი, ფროიდი) – საბაკალავრო საფეხური

მოსწავლეთა პრობლემური ქცევის ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა (თანალექტორი) – საბაკალავრო საფეხური

ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

დისტანციური სწავლების გამოცდილება Moodle-ისა და Blackboard-ის პლატფორმებზე;

გრანტებისა და პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება;

საპროექტო განაცხადებისა და ფანდრაიზინგის გამოცდილება;

ბროშურებისა და ბიულეტენების გამოცემის გამოცდილება.