ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, კვლევის მეთოდების მიმართულებით





მარიამ დალაქიშვილმა 2008 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2012 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2012 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2007 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს როგორც სამეცნიერო, ისე გამოყენებითი ხასიათის კვლევით პროექტებში. ამ კუთხით, სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მსოფლიო ბანკი, საქართველოს წითელი ჯვარი, OSGF, CTC, CARE, Brot für die Welt და ა.შ.). აღნიშნულ პერიოდში, მარიამ დალაქიშვილი ხელმძღვანელობდა ან ჩართული იყო შემდეგ კვლევებში: „ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის კვლევა (2020)“, „საქართველოს მოსახლეობის ღირებულებების კვლევა“ (მიმდინარე), „საქართველოში ორგანოების ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები — ღვიძლის ტრანსპლანტაციის მაგალითზე“ (მიმდინარე).

მარიამ დალაქიშვილი 2011 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად იგი მუშაობს სოციოლოგიის პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

განათლების სოციოლოგია, ძალაუფლების სოციოლოგია, ენის სოციოლოგია.

  • პუბლიკაციების ვრცელი სია

ბრეგვაძე, თამარ და მარიამ დალაქიშვილი. 2014. ლოკალური აქტორების გაძლიერება და ახალგაზრდობის აქტივობებში ჩართვა – პროექტის შეფასება. თბილისი: სი თი სი.

ბრეგვაძე, თამარ და მარიამ დალაქიშვილი. 2015. ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაში კვლევის კომერციალიზაციის შესაძლებლობები საქართველოში. თბილისი: GRDF

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები;
  • კვლევითი პროექტი სოციოლოგიაში II (თვისებრივი);
  • კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში
  • სოციოლინგვისტიგა, საბაკალავრო საფეხური
  • თვისებრივი კვლევის მეთოდები, საბაკალავრო საფეხური
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, საბაკალავრო საფეხური