ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი,მენეჯმენტის მიმართულება





სალომე დანელიას მინიჭებული აქვს ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  მოპოვებული  აქვს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის და  მაგისტრის   ხარისხი.

2020 წელს გავლილი აქვს სამაგისტრო აღმასრულებელი პროგრამა რიგის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ( Riga Graduate School of Law and Economy), 2016 წელს პროფესიული პროგრამა – CPPA (Certified Public Policy Analyst), თავისუფალი უნივერსიტეტი/ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი. 2013 წელს გავლილი აქვს აღმასრულებელი პროგრამა საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვაში ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში.

სალომეს აქვს 12 წლიანი  მუშაობის წარმატებული გამოცდილება   როგორც სახელწიფო ინსტიტუციებში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში ხელმძრვანელ პოზიციაზე.

გამოცდილება უკავშირდება საჯარო ფინანსების დაგეგმვასა და მართვას, პროექტების განვითარების მენეჯმენტს, რისკის შეფასებასა და მონიტორინგს, საინვესტიციო პროექტების შეფასებისა და ბიზნეს პროექტების განვითარებას. ჩატარებული აქვს კვლევითი პროექტები ისეთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა USAID, Asian Development Bank, The World Bank.

2016 წლიდან სალომე პედაგოგიური საქმიანობას ეწევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასასთანავე, იგი 2023 წლიდან დღემდე არის მსოფლიო ბანკში მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით და ბიზნესს განვითარების ხელმძღვანელი Silk Road Consulting-ში. 2014-2023 წლამდე ხელმძღვანელობდა სუბსიდირებისა და წარმოების მართვის დეპარტამენტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში,  2015-2018 წლებში იყო საჯარო პოლიტიკის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში, 2014 წელს მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში სტრატეგიული განვითარების სამსახურში მიზანშეწონილობის კვლევის ექსპერტად (მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ეკონომიკური კვლევა და ანალიზი). სალომეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია სხვადასხვა სამეცნიერო და პოპულარულ ჟურნალებში.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ოპერაციათა მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ვაჭრობა
  • გლობალური მიწოდების ჯაჭვის მართვა
  • ინოვაციური ეკონომიკა
  • ეკონომიკური პოლიტიკა

პუბლიკაციების ვრცელი სია

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები (ავტორი/თანაავტორი):

  • Danelia S. (2023),, State of Business Tourism in the Post-Pandemic Era’’, Third International Conference Modern World Challenges: Regulating Human Rights, Social Security, and Welfare in Contemporary Multicultural World. 28 December;
  • Danelia, S. Bakhtadze L., (2022) Factors affecting the innovation economics and position of Georgia in the Global Innovation Index. Journal, Globalization and Business”;
  • Danelia, S. (2021) Peculiarities of Innovative Development of Economy in Georgia. China-Eurasia Conference;
  • Danelia, S. (2021) The role of the state in forming innovative economics: the case of Georgia. Journal, Globalization and Business ”;
  • Danelia, S. (2021) The impact of an innovative economy on a country’s economic growth. Journal, Globalization and Business ”;
  • Danelia, S. (2020), The importance of knowledge-based economy index in Georgia. Journal of Economics 6-9, 54-68;
  • Danelia S. (2020) The Major Determinants of Innovative Environment Formation in Georgia – Economic Alternatives, Issue 2, pp. 243-249;
  • Danelia S. Bakhtadze L. (2020) Globalization and Modern Problems of Country Development – LIUC-University Catania, Milan, Italy ISBN: 978-1-925488-37-1;
  • დანელია ს. (2018) ინოვაციური ეკონომიკის განვითარება – ევროკავშირის გამოცდილება საქართველოსთვის.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • მიწოდების ჯაჭვის მართვა;
  • ოპერაციული მენეჯმენტის საფუძვლები;
  • სამაგისტრო ნაშრომი (ENG);
  • სამაგისტრო ნაშრომი (მენეჯმენტი);
  • სამაგისტრო ნაშრომი (საბანკო და საფინანსო საქმე)
  • მიწოდების ჯაჭვის მართვა;
  • ოპერაციული მენეჯმენტის საფუძვლები;
  • საბაკალავრო ნაშრომი (ENG);
  • სამაგისტრო ნაშრომი (ENG);
  • სამაგისტრო ნაშრომი (მენეჯმენტი)
  • ოპერაციული მენეჯმენტის საფუძვლები – 2016 წლიდან დღემდე, საბაკალავრო საფეხური;
  • ოპერაციული მენეჯმენტი – 2020-დან დღემდე, სამაგისტრო საფეხური;
  • მიწოდების ჯაჭვის მართვა – 2021 წლიდან  დღემდე, საბაკალავრო საფეხური.