ასოცირებული პროფესორი, განათლების მიმართულებით
სოფო გორგოძეს აქვს მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ილიას უნვიერსიტეტში იგი კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. სხვადასხვა დროს კოორდინაციას უწევდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და ტემპუსის უმაღლესი განათლების მართვის პროგრამას, რომელიც უმაღლესი განათლების სამაგისტრო პროგრამის დანერგვას ითვალისწინებდა საქართველოსა და სომხეთში.
სოფო გორგოძე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. მანამდე იგი მუშაობდა განათლების კონსულტანტად სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის – მსოფლიო ბანკში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში, ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრში, გოპა კონსალტინგში, ასევე მუშაობდა ორგანიზაცია IREX – ის პროფესიული განვითარების ექსპერტად მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამი წლის მანძილზე. 2007-2010 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი.
მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ილიას უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ასევე – მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის მიმართულებით. იგი სწავლობდა ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიას.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი განათლების სფეროში; განათლების სისტემის ცენტრალიზაცია/დეცენტრალიზაცია; შეფასების სისტემები; მასწავლებელთა პოლიტიკა დ.ა.შ.
პუბლიკაციების სია
წიგნის თავები
სტატიები ჟურნალებში, ონლაინ გამოცემებში
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
კვლევის მეთოდები განათლებაში- სამაგისტრო; განათლების პოლიტიკა (სამაგისტრო); სწავლისა და სწავლების სტრატეგიები-სადოქტორო. |
სოფო გორგოძეს გავლილი აქვს არაერთი პროფესიული განვითარების კურსი შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ფინეთი, სინგაპური, ესტონეთი, ესპანეთი, გერმანია ავსტრია დ.ა.შ. ის იყო მიწვეული მკვლევარი კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნვიერსიტეტში, 2013 წელს, ერთი სემესტრის განმავლობაში. სოფო გორგოძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში ზოგადი განათლების მიმართულებით ორი წლის განმავლობაში. მას ასევე აქვს მიღებული სპეციალური ჯილდო ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში გამართული საერთაშორისო ორატორული მეტყველების კონკურსში პირველი ადგილის მოპოვებისთვის 2002 წელს.