ასისტენტ-პროფესორი, კერძო მეთოდიკები
ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე მუშაობს ქართულის, როგორც მეორე ენისა და გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე, კითხულობს ლექციებს გერმანისტიკის პროგრამებზე ენათმეცნიერების მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.
2010-2017 წწ. ის ჩართული იყო „ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის“ პროგრამის განვითარებასა და მართვაში, ახალი მასალების შემუშავებითა და პროგრამისთვის ახალი კადრების მომზადების ჩათვლით.
მისი ამჟამინდელი ინტერესის სფეროს, ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენისა და გერმანული ენის სწავლებასთან ერთად, განეკუთვნება „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება“ (CLIL).
2013-2016 წწ. ჩართული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ძველი და თანამედროვე ქართული ენის სასწვლო ონლაინ-პლატფორმის შექმნაში.
2012-2016 წწ. TEMPUS-DIMTEGU პროექტის ფარგლებში ჩართული იყო სამაგისტრო საფეხურისთვის მულტილინგვური განათლების მასწავლებლის პროგრამისა და ცალკეული კურსების შემუშავებაში.
2014-2017 წწ. ის იყო ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტ-კონსულტანტი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც მუშაობდა არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და გრძელვადიან ტრენინგებს უტარებდა არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს blended learning (ონლაინ + პირისპირ) ფორმატში.
2009-2016 წწ. ჩართული იყო განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში, მათ შორის პროექტ „ირბახში“, რომლის ფარგლებშიც მის ავტორობითა და თანაავტორობით შეიქმნა მეთოდური და ახალ მეთოდებზე დამყარებული სასწავლო სახელმძღვანელოები ქართულის, როგორც უცხო ენის სფეროში.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები სავალდებულო ველია; სასურველია, ჩამოწერილი იყოს მოკლედ. მეორე და უცხო ენის ათვისება, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება, მასწავლებლის განათლება, ქართულის, როგორც მეორე და უცხო ენის სწავლება, გერმანული ენის სწავლება, ქართველური და გერმანული ენათმეცნიერების სემანტიკა, პრაგმატიკა
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
სალექციო კურსების დუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში / გერმანია:
|