ასოცირებული პროფესორი ,კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით
მაია მრევლიშვილი დაიბადა 1983 წლის 19 მარტს. 2000 წელს დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (კომაროვი). 2004 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა მათემატიკის მიმართულებით, 2006 წელს ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა მათემატიკის მიმართულებით. 2012 წელს მიიღო მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე.
მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და კონგრესში (ISAAC 2019 და სხვა), კვალიფიკაციის ასამაღლებელ საერთაშორისო ტრენინგში გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით (TU Berlin, WIAS (გერმანია)). 2019-2021 წლებში იყო ძირითადი მკვლევარი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით.
2013-2022 წლებში მაია მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მათემატიკის დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორად. 2022 წლიდან იგი შეუერთდა ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიების სკოლას კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
საინჟინრო მათემატიკა 1,2,3 შესავალი კალკულუსსა და მათემატიკურ სტატისტიკაში წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია წრფივი ალგებრის ელემენტები მათემატიკური ანალიზის ელემენტები მათემატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში 1 მათემატიკა ეკონომისტებისათვის 2 მათემატიკა 1,2,3,4(MATLAB) |