ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი





დაიბადა ქალაქ თბილისში 1980 წლის 1 ნოემბერს, 1998 წელს დაამთავრა თბილისის N10 საჯარო სკოლა. 1999 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულებით, რომელიც 2003 წელს დაამთავრა.

2004-2007 წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მომავალი იწყება დღეს“ გეოგრაფიის პედაგოგად.

2007-2009 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს მდგრადი განვითარების სპეციალობით. დაამთავრა წარჩინებით.

2007-2009 წლებში პარალელურად მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ გეოგრაფიის პედაგოგად.

2009-2012 წლებში მოიპოვა Volkswagen-ის სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც ნიადაგმცოდნეობის კურსი გაიარა გერმანიის ქ. გისენის იუსტუს ლიბიხის უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში ჩაატარა კვლევა ნიადაგების დაბინძურებაზე მძიმე მეტალებით (Cd, Zn, Cu) მდ. მაშავერის (ბოლნისი) ხეობის მაგალითზე.

2012 წელს მუშაობა დაიწყო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში ასისტენტ- მკვლევრად. 2013 წელს გახდა იმავე ფაკულტეტის ასოცირებული მკვლევარი, ხოლო 2014 წელს – მკვლევარი.

2015-2017 წლებში მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გეოგრაფიის საგნობრივი ექსპერტის პოზიციაზე.

2017 წლიდან ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო მეცნიერების და მედიცინის ფაკულტეტის გარემოს კომპლექსური კვლევის სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას.

2020 წელს სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში გეოგრაფიის მიმართულებით.

2019-2022 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა კლდეში ნაკვეთი ქალაქების (ვარძია, ვანის ქვაბები, უფლისციხე, საბერეები) მონიტორინგის ქსელისა და ბურღვა-გამაგრებითი სამუშაოებში.

2022 წელს გაიარა შრომის უსაფრთხოების სრული კურსი. ფლობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ქართულ და საერთაშორისო სერტიფიკატებს.

2023 წელს მუშაობა დაიწყო ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტია ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე.

2007-2012 წლებში გავლილი აქვს ტრენინგები სამოქალაქო განათლების, უსაფრთხო სწავლებისა და კეთებით სწავლის ტრენინგები.

აქტიურად თანამშრომლობს (ერთობლივი საველე/ლაბორატორიული კვლევები) კიოლნის, ლაიფციგის (გერმანია), ტალინის (ესტონეთი), ფლორენციის, ბოლონიისა (იტალია) და სან დიეგოს (აშშ) უნივერსიტეტებთან.

დეტალებისთვის სრულად იხილეთ სამეცნიერო ავტობიოგრაფია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გარემოს კვლევები, გარემოს და კლიმატის ცვლილება, პალეოგარემოს რეკონსტრუქცია, გეოლოგია, გეომორფოლოგია, გეოარქეოლოგია, საინჟინრო გეოლოგია.

  • Human-environmental interactions and seismic activity in a Late Bronze to Early Iron Age settlement center in the southeastern Caucasus – Hans Von Suchodoletz, Giorgi Kirkitadze, Tiiu Koff, Markus L. Fischer, Rosa M. Poch, Azra Khosravichenar, Birgit Schneider, Bruno Glaser, Susanne Lindauer, Silvan Hoth, Anna Skokan, Levan Navrozashvili, Mikheil Lobjanidze, Mate Akhalaia, Levan Losaberidze and Mikheil Elashvili 2022
  • Coastal lowland and floodplain evolution along the lower reaches of the Supsa River (western Georgia) – Hannes Laermanns, Simon Matthias May, Daniel Kelterbaum, Giorgi Kirkitadze, Stephan Opitz, Levan Navrozashvili, Mikheil Elashvili, and Helmut Brückner 2019
  • Study of settlement distribution pattern in the Kolkheti lowland (Black Sea coast of Georgia) starting from early Bronze Age – natural and human influence and adaptation to landscape evolution – Mikheil Elashvili, Levan Navrozashvili, Lasha Sukhishvili, Daniel Keltembau, Hannes Laermanns 2015
  • The Holocene landscape development of the Gareja region in eastern Georgia An interdisciplinary approach – Lasha Sukhishvili, Mikheil Elashvili, Bagrat Kikvadze, Levan Navrozashvili, Zurab Janelidze, Hans von Suchodoletz 2014
  • Dramatic landscape change in eastern Georgia (Caucasus) during the Late Holocene – documented by fluvial sediments, slope deposits and archaeology – Hans von Suchodoletz , Lasha Sukhishvili , Mikheil Elashvili , Zurab Djanelidze , Levan Navrozashvili and Peter Kühn 2014
  • The Holocene Landscape Development of the Gareja Region in Eastern Georgia – A Fluvial Approach – Lasha Sukhishvili ,Mikheil Elashvili , Zurab Djanelidze , Bagrat Kikvadze, Levan Navrozashvili, Hans von Suchodoletz 2013
  • In situ stabilization of metals (Cu, Cd, and Zn) in contaminated soils in the region of Bolnisi, Georgia – Thomas Hanauer,Peter Felix-Henningsen, Diedrich Steffens, Besik Kalandadze, Levan Navrozashvili and Tengiz Urushadze 2011
  • Soil Pollution with Cu, Zn and Cd by non-ferrous Metal Mining Affects Microbial Activity of Kashtanozems in the Mashavera Valley – Hanauer, T., Navrozashvili, L., Schnell, S., Kalandadze, B., Urushadze, T. and Felix- Henningsen, P. 2011

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • გეოტექნიკური ინჟინერია (ENG);
  • ნიადაგისა და მცენარეულობის შეფასება
  • გამოყენებითი ეკოლოგიის შესავალი, BA
  • შესავალი ნიადაგმცოდნეობაში, BA
  • გეოტექნიკური ინჟინერია (ENG), BA
  • გამოყენებითი ეკოლოგია, MA
  • ნიადაგმცოდნეობა, MA