ასოცირებული – პროფესორი ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით
ქეთევან ლაკირბაია
ქეთევენ ლაკირბაიას მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით 20 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება აქვს. 2024 წლიდან ის ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური ეფექტურობის ცენტრს. 2016-2024 წლებში ქეთევანს ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის პოზიცია. ილიაუნისთან თანამშრომლობამდე იყო სხვადასხვა კომპანიის და პროექტის მმართველი გუნდის წევრი და კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გატარებული აქვს ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა PwC, KPMG, Deloitte და McDonald’s, მათ შორის საზღვარგარეთ. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, მუშაობდა და ახორციელებდა წინასახელშეკრულებო შესწავლის, ფინანსური აუდიტის და საინვესტიციო ანალიზის პროექტებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციაში ფინანსური დირექტორის რანგში მუშაობიდან გამომდინარე, გააჩნია ორგანიზაციული ცვლილებების მართვის და რესტრუქტურიზაციის ფართო გამოცდილება.
ქეთევან ლაკირბაია არის პროფესიონალი ბიზნეს ადმინისტრატორი, ფინანსური დირექტორი და ფინანსური აუდიტორი. იგი ფლობს ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ბიზნეს ადმინისტრირების და ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხს და თბილისის კავკასიის ბიზნეს სკოლის ფინანსების და ბუღალტერიის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ასევე სწავლობდა ატლანტას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ჯ. მაკ რობინსონის ბიზნეს-კოლეჯში და გავლილი აქვს გაერთიანებული სამეფოს ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, აკადემიურ დაწესებულებებს და კერძო კომპანიებს უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე უძღვებოდა ტრენინგებს და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებს ცვლილების და რესურსების მართვის დარგში.
მენეჯმენტი, ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|