ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის დეკანი





ნიკოლოზ ყაველაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბინგჰემტონი) მაგისტრატურა ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით, 2013 წელს კი მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2016 წლის დასაწისამდე იყო ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. მანამდე, 5 წლის განმავლობაში, იკავებდა ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს პროექტის – რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს (ფონდი მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებას რეგიონულ მცირე და  საშუალო საწარმოებში სარისკო კაპიტალის ინვესტირების გზით). ასევე იყო „ბედმინსტერ კაპიტალ მენეჯმენტის“ ვიცეპრეზიდენტი და დირექტორი საქართველოში (ეს ორგანიზაცია მართავდა USD 200 მილიონიან საინვესტიციო ფონდს, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის მთავრობის საგენტო Overseas Private Investment Corporation). სხვადასხვა დროს ნიკოლოზ ყაველაშვილი მუშაობდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორად, „კონოკო აჭგაზის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისებში. მას გავლილი აქვს სტაჟირება გაეროს ცენტრალურ ოფისში ნიუ-იორკში (აშშ).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ფინანსები, საბანკო საქმე, ფასიანი ქაღალდების პორტფოლიოს მენეჯმენტი, განვითარების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა, მონეტარული პოლიტიკა

რჩეული პუბლიკაციები

“Financial Systems at Two Universities in the United States and Implementation of Similar System at Ilia State University” October 2014, International Research and Exchanges Board http://uasp.groupsite.com/main/summary

წიგნები

„შესავალი ეფექტური ბაზრების ჰიპოთეზაში – უმსხვილესი ბანკების მაგალითი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013

სტატიები ჟურნალებში

„შესაძლოა თუ არა ფასიანი ქაღალდების ფასის წინასწარმეტყველება და ამ გზით გამდიდრება“.  ჟურნალი „ფორბსი“, აგვისტო, 2013

„საქართველოს ბანკების მიმოხილვა და რეიტინგი“.  ჟურნალი „ფორბსი“, ივნისი, 2013

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • საწარმოო პრაქტიკა;
  • ბანკინგი;
  • სამაგისტრო ნაშრომი (ENG);
  • სამაგისტრო ნაშრომი (მენეჯმენტი);
  • სამაგისტრო ნაშრომი (საბანკო და საფინანსო საქმე)
  • ფინანსების საფუძვლები (ENG);
  • ბანკინგის პრაქტიკული კურსი;
  • მოწინავე საკითხები მენეჯერულ ფინანსებში (ENG);
  • სამაგისტრო ნაშრომი (ENG)

მენეჯერული ეკონომიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2008-2011 სასწავლო წლები)
შესავალი სფონდო ბაზრებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2010-2011 სასწავლო წელი)
საჯარო სექტორის ეკონომიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2011-2012 სასწავლო წელი)
მიკროეკონომიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2009-2010 სასწავლო წელი)
ფინანსური ანალიზი მენეჯერებისათვის თავისუფალი უნივერსიტეტი (2007-2009 სასწავლო წლები)
ინვესტიციები თავისუფალი უნივერსიტეტი (2008-2009 სასწავლო წელი)
ფინანსური აღრიცხვა აგრარური უნივერსიტეტი (2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)