ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი





ირაკლი სალუქვაძე არის ინჟინერიის დოქტორი მშენებლობაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2012-2019 წლებში, იგი მუშაობდა მოწვეულ ექსპერტად, სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპერტიზის განხრით. 2014-2018 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, სასწავლო სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ინჟინერი-მექანიკოსი. 2018-2019 წლებში ამავე ლაბორატორიაში ეკავა უფროსი ინჟინრის პოზიცია. ამავდროულად 2015-2019 წლებში მუშაობდა მოწვეულ პედაგოგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, საინჟინრო მექანიკისა და სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტში. 2019 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ლაბორატორიების ხელმძღვანელი, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSUG) მოწვეული პროფესორი. ირაკლი სალუქვაძე 2020-2021 წლებში იყო ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ადმინისტრირების და საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო  2021-2022 წლებში იგი იკავებდა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციას. 2021-2023 წლებში იყო ,,სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მშენებლობის ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი.

მას მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში. იგი არის რამდენიმე სამეცნიერო-საგრანტო გამარჯვებული პროექტის ავტორი და  თანაავტორი (სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მშენებლობის როლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე;
  • ადგილობრივი საშენი მასალების კვლევა და მათი გამოყენება მშენებლობაში.

სტატიები ჟურნალებში, პუბლიკაციები, კონფერენციები

Lordkipanidze, O. Giorgishvili, I. Salukvadze, N.Botchorishvili, A. Tatanashvili

„Experimental and Theoretical Studies of the Peculiarities of Concrete Behavior in Time and

the Concrete Limit Characteristics from the Standpoint of Creep Adsorption Theory“, Global

journal of Researches in Engineering, Civil and Structural Engineering, USA, Volume 18

Issue 1 Version 1.0 Year 2018;

Lordkipanidze, O. Giorgishvili, I. Salukvadze, N.Botchorishvili, A. Tatanashvili „Study

of the Strength and Deformability of Compressed Concrete according to Creep Adsorption

Theory“, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 12, no.2, 2018.

ი. სალუქვაძე; კატალიზატორის ტექნოლოგიის გამოყენებით პოლიმერ ელვალოით

მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოების სამუშაო ინსტრუქციები; ჟურნალი

„ენერგია“;№3(75) 2015, გვ. 62-67; კავშირი მეცნიერება და ენერგეტიკა; ქ. თბილისი;

2015წ.

ი. სალუქვაძე, ათათანაშვილი, ნ. ბახტაძე; ორთოგონალური სტრუქტურული

ქსელის მქონე ვანტური სახურავების ფორმაწარმოქმნის პრინციპი ჰიპერბოლურ

პარაბოლოიდზე; ჟურნალი „ენერგია“, №3(75), გვ. 72-75; კავშირი მეცნიერება და

ენერგეტიკა; ქ. თბილისი; 2015წ

ი. სალუქვაძე, ა. თათანაშვილი, ო. გიორგიშვილი, ნ. ბახტაძე; შენობა-ნაგებობათა

თიხოვანი გრუნტებისაგან წარმოდგენილი ფუძეების გაძლიერების თანამედროვე

მეთოდები; ჟურნალი „ენერგია“, №4(76), გვ. 84-87. კავშირი მეცნიერება და

ენერგეტიკა; ქ. თბილისი, 2015წ.

Replacement and Reconstruction of Monument Status Damaged Buildings with Maximal

Maintenance of its Look“. BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF

SCIENCES, vol. 13, no. 3, 2019.

Amsterdam, The Netherlands. May 10-11, 2018. ICCEWMP 2018: 20th International

Conference on Civil Engineering works and Manufacturing Processes.

ადგილობრივი კონფერენციები;

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სტატიკა; დინამიკა; ლაბორატორიული-მყარი მექანიკა;

 

2015-2018 წწ – მასალათა გამძლეობა; სბაკალავრო საფეხური;

2019-2021 წწ – მყარი მექანიკა; სტატიკა; დინამიკა; მყარი მექანიკა-ლაბორატორიული; ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციები; საბაკალავრო საფეხური;