ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი





ეკატერინე შავერდაშვილი – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებებში; წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

ფლობს კასელის (გერმანია) უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს გერმანისტიკაში და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს;

2009-2015 წლებში მუშაობდა ენების დიდაქტიკის კვლევით ცენტრში დირექტორის პოზიციაზე;

2015-2019 წლებში მუშაობდა განათლების სამინისტროს სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტად და აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში;

2019 წლიდან ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია.

არის 3 მონოგრაფიის, 35 სამეცნიერო სტატიის ავტორი; უცხოური და მეორე ენის მასწავლებელთა მომზადების კურიკულუმების, სასწავლო კურსებისა და პროფესიული განვითარების მოდულების ავტორი; სასწავლო მასალების ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი; სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “MfG”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ 35-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრო სექტორებში.

2000-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების რეფერენტად და ენის განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებლად და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების კონსულტირება; გერმანული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების პროექტების მომზადება და განხორცილება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და ჩატარება და ა.შ.); 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის კონსულტანტი და ტრენერია;

ჩატარებული აქვს მრავალი ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო ტრენერის სტატუსით;

2007-2015 წლებში იყო საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი;

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და მონაწილეობს უცხოური და მეორე ენის სწავლების მიმართულებით იენის, ზაარლანდის, კასელის, ბერლინის, ბრემენის, ლუდვიგსბურგის, ბონის, მიუნსტერის, ბილეფელდის, ლაიფციგის, ზალცბურგის და მონრეალის უნივერსიტეტების პედაგოგიურ კვლევებში.

2009-2013 წწ. ხელმძღვანელობდა გერმანიის იენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტისა და ილიაუნის ენების დიდაქტიკის კვლევითი ცენტრის ერთობლივ ოთხწლიან საერთაშორისო სასწავლო-კვლევით პროექტს GIP (Germanistische Institutspartnerschaft/DAAD);

2016 წლიდან იენის უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებლების მოსამზადებელი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის DLL (Deutsch lehren lernen) ხელმძღვანელია საქართველოს მხრიდან;

2016-2919 წლებში მონაწილეობდა ერაზმუს+ პროექტში CURE (Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia);

2020 წლიდან მონაწილეობს ერაზმუს+ პროექტში ESTA (Educating Science Teachers for All);

მრავალგზის აქვს მიღებული სასწავლო და კვლევითი ინდივიდუალური გრანტები (DAAD; Friedrich-Ebert-Stiftung; EU; DfG; Gustav-Kettel-Stiftung; Goethe-Institut; რუსთაველის ფონდი და სხვ.); მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო ფორუმში (მოხსენებები; სექციის ხელმძღვანელი; პუბლიკაციების გამოცემა და ა.შ.)  და უცხოურ უნივერსიტეტებთან გაცვლით პროექტებში სწავლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ამჟამად მუშაობს, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუციაში მიწვეულ ექსპერტად და ტრენერად (გოეთეს ინსტიტუტი, სსიდა და სხვა).

არის საერთაშორისო ორგანიზაციების (AVaKE/პრეზიდენტი, IDV, HoLLT, GI, DAAD, GfdS და სხვ.) წევრი და საერთაშორისო დასრულებული პროექტების მონაწილე (IQN; DACHL და ა.შ.)

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ენების პოლიტიკა (ენების პოლიტიკა და უცხოური და მეორე ენის სწავლება საქართველოში; ენების პოლიტიკა და უმცირესობათა ენები);
  • უცხოური და მეორე ენის დიდაქტიკა (თანამედროვე გამოწვევები და ენების სწავლება ისტორიულ ჭრილში; სახელმძღვანელოს ანალიზი და ტექსტზე მუშაობის პრინციპები უცხოური და მეორე ენის ათვისებისას; ლიტერატურის დიდაქტიკა და კულტურათაშორისი დიალოგი);
  • ღირებულებითი განათლება (ღირებულებითი განათლება და VaKE);
  • ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და ონლაინ-სწავლების მეთოდები;
  • ალტერნატიული მეთოდები და CLIL

მნიშვნელოვანი პუბლიკაციები (2013-2022)

Petriashvili&Shaverdashvili&Mosiashvili&Baratashvili (2022): Experience in Working with VaKE model in the Georgian Higher Education Space. In: The VaKE Approach. International Handbook. Editors: Weyringer, Patry, Pnevmatikos, Brossard Borhaug. Verlag Leiden, The Netherlands: Brill Sense.

Ekaterine Shaverdashvili&Nino Chkhikvadze (2021): English as a foreign language in Georgia: from past till present. Sabine Doff & Richard Smith (eds.) Policies and Practice in 20-Century Language Education. Amsterdam University Press.

Ekaterine Shaverdashvili (2020): Ergebnisse einer Studie zur Stellung der Minderheitssprachen in Georgien In: Sprachliche Variation und Vielfalt. Reihe: Linguistik International, Band 43. Hrsg. Geyer, Klaus/Kraeva Svetlana/Krasnopeyeva, Peter Lang: Berlin, Bern, Bruxelles, New York, Warzawa, Wien.

Shaverdashvili, Ekaterine&Mosiashvili, Tamar (2018): Knowledge and value education . Introduction. Ilia State University Publishin g House Tbilisi [შავერდაშვილი, ეკატერინე&მოსიაშვილი, თამარ (2018): ცოდნა და ღირებულებითი განათლება. შესავალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი]

Shaverdashvili, Ekaterine (2017): Fremdsprachenpolitik und die Rolle des Deutschen als Fremdsprache in Sowjetgeorgien. In: Sprachunterricht im Kontext gesellschaftlicher und politischer Ereignisse und Entwicklungen. Historische Vignetten. Reihe: Münchener Arbeiten zur Fremdsprachen- Forschung. Bd. 36. Eder, Ulrike / Klippel , Friederike (Hrsg.). Waxmann. Münster, New York. S 91-103;

Shaverdashvili, Ekaterine (2016): Deutschlehreraus- und Fortbildung in Georgien. Probleme und Perspektiven. In: Zhu/Zhao/Szurawitzki (Hrsg):Reihe Publikationen der IVG in 13 Bänden. Verlag Peter Lang. S 71-79;

Shaverdashvli, Ekaterine (2014): Basics of Teaching Foreign Languages. Ilia State University. Tbilisi.

Shaverdashvli , Ekaterine (2013): Das Bild der deutschsprachigen L änder in Lehrplänen und Lehrwerken für DaF in Georgien. In: Demmig,S./Hägi,S./Schweiger.H:Das DACH-Prinzip in der Landeskunde. Iudicium. München. S 141- 153;

Shaverdashvili, Ekaterine/Antadze, Nino (2013): Fachsprachendidaktik und berufsorientierter Deutschunterricht an georgischen Universitäten, Sammelband: Theorie und Praxis der deutschen Fachsprache(n) in Georgien . Hrsg. Abral ava u.a . University of Georgia, Tbilisi . S 135- 141;

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ინტერკულტურული სწავლება (ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა);
  • რეფერატი (გერმანული ენა);
  • სასკოლო პრაქტიკა (გერმანული ენა);
  • ცოდნა და ღირებულებითი განათლება;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 1;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 3;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 4
  • სწავლების ფილოსოფია და გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვა;
  • გერმანული ენის სწავლება;
  • აკადემიურ ნაშრომზე მუშაობა;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 1;
  • სადოქტორო კოლოკვიუმი 2

ბაკალავრიატი
შესავალი უცხოური ენების სწავლებაში
ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკა
გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება
ენის სისტემის ასპექტების სწავლება (გერმანული)
მაგისტრატურა
სამეტყველო უნარ-ჩვევების სწავლება ჩაშენებული პედ პრაქტიკით (გერმანული)
მეთოდიკა და მეთოდები/გერმანული, ინგლისური
პედაგოგიური პრაქტიკა (გერმანული ენა)
დოქტორანტურა
ენობრივი პოლიტიკა და უცხოური ენების სწავლება (2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
მოდერაციის ხელოვნება (2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

  • აქვს მიღებული 40-ზე მეტი საერთაშორისო გრანტი;
  • არის მონაწილე 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და კონგრესში უცხოური/მეორე ენების დიდაქტიკისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებით მოხსენებით;
  • არის ავტორი/თანაავტორი და რედაქტორი გერმანულის, როგორც უცხოური ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოების და სასწავლო მასალების;
  • უწევს კოორდინაციას 2016 წლიდან გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების საერთაშორისო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (იენა, გოეთეს ინსტიტუტი) და მონაწილეა საქართველოში გერმანული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საერთაშორისო თუ რეგიონალურ პროექტში (მაგ.: Deutsch im Kindergarten; Deutsch im Museum; Deutsch lehren lernen; Monat der deutschen Sprache …);
  • არის მონაწილე Erasmus+ პროექტებში ა) CURE (Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia/2016-2019) და ბ) ESTA (Educating Science Teachers for All. 2020-2024);
  • მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის/IDV თავმჯდომარედ 2007-2015 წლებში (ამჟამად ორგანიზაციის საპატიო წევრი) და ჩატარებული აქვს რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენცია და სხვ.;
  • ხელმძღვანელობდა 2009-2013 წწ. (პროფ.დოქტ. ჰერმან ფუნკთან ერთად) იენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოური ენების სწავლების მიმართულების ერთობლივ სასწავლო-კვლევით პროექტს GIP/DAAD;
  • ხელმძღვანელობდა და ამჟამადაც ხელმძღვანელობს 40ზე მეტ მაგისტრანტს (ყველა დასრულებული) და 12-ზე მეტ დოქტორანტს (დასრულებული 4 ნაშრომი).;
  • იყო/არის მეცნიერ-კონსულტანტი დოქტორანტების ზაარლანდის (ამასთან, რეცენზენტი), ბილეფელდის, კასელის, იენის, ბერლინის და ლაიფციგის უნივერსიტეტებიდან;
  • არის საერთაშორისო ორგანიზაცია AVaKE-ს პრეზიდენტი.