ასოცირებული პროფესორი საბუნებისმტყველო მეცნიერებების სწავლების მეთოდიკის მიმართულებით
ეკატერინე სლოვინსკი ზოგადი განათლების სფეროში მუშაობს 1996 წლიდან, ხოლო საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ჩართულია 2014 წლიდან. მისი კვლევის ინტერესი ფოკუსირებულია საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ განათლებასა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების განვითარებაზე. საუნივერსიტეტო საქმიანობამდე მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებაზე და ხელმძღვანელობდა მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და ტექნოლოგიების მიმართულებას. აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი, ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე საერთაშორისო პროექტში.
სადოქტორო ხარისხი მიღებული აქვს განათლებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სადისერტაციო თემა იყო „კვლევაზე დაფუძნებული მიდგომის როლი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“. მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი ბიოლოგიაში მოპოვებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რამდენიმე პუბლიკაციის ავტორია; ამჟამად იკვლევს მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების ინტერესის საკითხებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლა-სწავლება, ბუნებისმეტყველების კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კურიკულუმი, სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში:
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი: ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მიდგომები დაწყებით საფეხურზე (M841), საბაკალავრო საფეხური. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლებისას (M838), საბაკალავრო საფეხური 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრი:
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი: ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მიდგომები დაწყებით საფეხურზე (M841), საბაკალავრო საფეხური. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლებისას (M838), საბაკალავრო საფეხური 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
|