ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი , სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით





ნინო ტაბატაძემ 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით: კომპიუტერული დაპროექტების სისტემები მშენებლობაში, ხოლო 2009 წელს ამავე უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსი (წარჩინებით), სპეციალობით: ინფორმაციული ტექნოლოგიები მშენებლობაში.

2017 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში (სადისერტაციო ნაშრომის თემა: „საქართველოს ზოგიერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლის ტექნიკური მდგომარეობის კვლევა ექსპერიმენტული და რიცხვითი მეთოდების შერწყმით”).

2008-2017 წლებში მუშაობდა საპროექტო კომპანიაში შპს „ჯი აი პი ენ“ (თბილისი), ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე. მის სამუშაო გამოცდილებას წარმოადგენს: სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების  ნაგებობების  კონსტრუქციული გაანგარიშება და დაპროექტება;  დაზიანებული და არასაიმედო მდგომარეობაში მყოფი შენობების (ასევე ისტორიული შენობების)  რეკონსტრუქციისთვის საჭირო პროექტის შედგენა; მაღლივი შენობების კონსტრუქციული გაანგარიშება და დაპროექტება. ამავე წლებში მონაწილეობდა ისეთი პროექტების გაანგარიშებასა და დამუშავებაში, როგორებიც არის: სასტუმრო „პანორამა თბილისი“, საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზირზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი თამარაშვილის ქუჩაზე. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, სასტუმრო ანაკლიაში, სასწავლო ცენტრი ანაკლიაში, ბათუმის ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო შეკვეთილში – Paragraph Hotel & Spa Resort, რკინიგზის სადგური ახალქალაქში, ნაგუთის საბაგირო სადგური და მრავალი სხვა.

2020 წელს მიენიჭა ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (BME) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით (სამაგისტრო ნაშრომის თემა: „ისტორიული შენობის მდგომარეობის შეფასება და სეისმური მდგრადობის განსაზღვრა“ ). საქართველოსა და უნგრეთში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში.

2021 წელს მოიპოვა განათლების საერთაშორისო ცენტრის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის სტიპენდია და მოწვეულ მკვლევარად მუშაობდა ბოლონიის უნივერსიტეტის სამოქალაქო, ქიმიური, გარემოსდაცვითი და მასალების ინჟინერიის დეპარტამენტში, პროფესორ Giovanni Castellazzi ერთად, კვლევაზე: ეფექტური მოდელირება სეისმური ზემოქმედების ქვეშ მყოფი კომპლექსული აგურის შენობების, როგორებიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მათი რეკონსტრუქციის მეთოდების შესწავლა.

2020 წლიდან მუშაობს საპროექტო კომპანიაში „ARC-S Innovation & Technologies“ Ltd (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე. მისი საქმიანობა მოიცავს: რკინა-ბეტონის, კომპოზიტური მასალებისა და ლითონის კონსტრუქციების გაანგარიშებასა და დაპროექტებას; ხის შენობების გაანგარიშებას და დეტალური პროექტის შედგენას.

2022 წლიდან გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • საინჟინრო კონსტრუციების რიცხვითი ანალიზი
  • ისტორიული შენობა-ნაგებობების ქცევის განსაზღვრა სეისმური დატვირთვების დროს
  • ისტორიული შენობების რეკონსტრუქციისა და გაძლიერების თანამედროვე მეთოდები
  • ხის კონსტრუქციები
  • ქვისა და აგურის კონსტრუქციები

სტატიები ჟურნალებში

მ. წიქარიშვილი, ნ.ტაბატაძე, მ. ვარდიაშვილი, ა. ქათამიძე – საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების ეკოლოგიური და ტექნიკური მონიტორინგი, სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი “მშენებლობა” N3(34), 2014, გვ. 18-24;

მ. წიქარიშვილი, ნ. ტაბატაძე, მ. ვარდიაშვილი, ი. ღარიბაშვილი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსტრუქციული გადაწყვეტების ანალიზი, სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი “მშენებლობა” N3(38), 2015, გვ. 44-53;

მ. წიქარიშვილი, უ. ძოძუაშვილი, ნ. ტაბატაძე, მ. ვარდიაშვილი – შენობა-ნაგებობების მონიტორინგის სისტემების ანალიზი, სამეცნიერო-ტექნიკური  ჟურნალი “მშენებლობა” N3(38),  2015, გვ. 117-128;

ნ. ტაბატაძე – ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსტრუქციების  დეფორმაციულობის მიზეზების კვლევა, სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი “მშენებლობა” N4(43), 2016, გვ. 81-84;

მ. წიქარიშვილი, ნ. ტაბატაძე – ისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის მართვა  და  დიაგნოსტიკის ორგანიზებული  სტრუქტურის შექმნა, სამეცნიერო-ტექნიკური  ჟურნალი “მშენებლობა” N1(44), 2017.

ნ. ტაბატაძეისტორიულ-კულტურული ძეგლების კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკის (უსაფრთხოების და სიცოცხლისუნარიანობის) ექსპერიმენტული და რიცხვითი მეთოდების ერთობლიობის სრულყოფა, სტუ-ის სამეცნიერო შრომების კრებული, N3(505)-2017.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • კონსტრუქციული გაანგარიშება I (ENG);
  • რკინაბეტონის კონსტრუქციების პროექტირება (ENG)