ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით





გიორგი ვეშაპიძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 1999 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისრატურა. 2003 წელს დაამთავრა ტოკიოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის დოქტორანტურა ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმიის მიმართულებით და 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მრავალჯერად დამუხტული ბენზოლის, დაჯახებით გამოწვეული დისოციაციის პოზიციურად მგრძნობიარე ფრენის დროითი შესწავლა“. 2004-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ატომურ-მოლეკულური პროცესების სპექტროსკოპიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა მკვლევრად კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჯ. რ. მაკდონალდის სახელობის ატომურ-მოლეკულურ-ოპტიკური ფიზიკის ლაბორატორიაში (2005-2008 წწ); იაპონიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში JSPS (Japanese Society for the Promotion of Science), კერძოდ, მოლეკულურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (2008-2011 წწ); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2011- 2012 წწ).

2012-2020 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკავა ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • იონურ-მოლეკულური დაჯახებები, ულტრაცივი გაზები, ულტრასწრაფი ლაზერები, ლაზერული სპექტროსკოპია, არაწრფივი ოპტიკა, კოჰერენტული კონტროლი, ზედაპირული პლაზმონები, ელექტრომაგნიტურად აღძრული გამჭვირვალობა, კვანტური ინფორმაცია, გამოთვლითი მოწყობილობები და ალგორითმები. ნანოსატელიტები

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ანალოგური და იმპულსური საკომუნიკაციო სისტემები (ENG);
  • დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი (ENG);
  • სისტემები უკუკავშირით (ENG);
  • ციფრული სიგნალის დამუშავება (ENG);
  • დამამთავრებელი კურსის დიზაინის კონცეფცია (ENG);
  • სიგნალები და სისტემები;
  • სიგნალები და სისტემები (ENG).

ფიზიკის საფუძვლები 1 (არჩევითი, საბაკალავრო)
ფიზიკის საფუძვლები 2 (არჩევითი, საბაკალავრო)