ასისტენტ-პროფესორი არქიტექტურის მიმართულებით
ნანა (ნანო) ზაზანაშვილი (*1984 თბილისი, საქართველო), არქიტექტურის მაგისტრი, მკვლევარი. 2010-2017 წლებში თანამშრომლობდა არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ეკავა მკვლევრის, ადგილობრივი ექსპერტისა და პროექტების ხელმძღვანელის პოზიციები. 2018-2020 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ასრულებდა პოლიტიკისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსის მოვალეობას. 2020-2024 წლებში უძღვებოდა ა(ა)იპ ურბანული კვლევების ცენტრის კვლევით პროექტებს.
მისი კვლევითი გამოცდილება მოიცავს ურბანული ტრანსფორმაციის, საჯარო სივრცეების, საბჭოთა ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, ურბანული და საბინაო პოლიტიკის საკითხებს.
რჩეული პუბლიკაციები
ზაზანაშვილი, ნ., 2022. საქართველოს საბაგირო გზები: სტალინური ამპირიდან მოდერნიზმამდე. წიგნში სოციალისტური საქართველოს შენება (რედ. ნ. ფალავანდიშვილი, ი. ქურთიშვილი). გოეთეს ინსტიტუტი: 56-75.
ზაზანაშვილი, ნ., ნიკოლაიშვილი, გ., თავაძე, მ., ხუროძე, ა. 2021. ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება თბილისის მაგალითზე. ურბანული კვლევების ცენტრი.
ასაბაშვილი, ლ., ზაზანაშვილი, ნ., ნიკოლაიშვილი, გ. 2018. „საბინაო პოლიტიკა საქართველოში – თბილისი მაგალითზე. ურბან რეაქტორი.
ზაიჩეკი, მ., კალინოვა, ა., ზაზანაშვილი, ნ. 2018. Permanent Recreation – The Former Spa Sanatoriums Transformation into Permanent Shelter of Internally Displaced Persons in the Republic of Georgia. კრებულში Metamorphosis the Continuity of Change (რედ. ა. ტოსტოეს, ნ. კოზელი). დოკომომოს მე-15 საერთაშორისო კონფერენციის მასალები: 504-510.
ზაზანაშვილი, ნ. 2015. 2015. Dwelling Adaptation in the Settlements of Internally Displaced Persons. კრებულში: From Private to Public: Transformation of Social Spaces in the South Caucasus (რედ. ჰ. გუთბროდი). ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ოფისი.: 47-67.
ზაზანაშვილი, ნ., კალანდარიშვილი, ლ. 2015. საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობა: ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრიული წრედი. ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი.
პუბლიკაციების ვრცელი სია
ზაზანაშვილი, ნ. 2008. ბეგლარ ახოსპირელის ქუჩისა და ერთი ეკლესიის ლოკალიზაციის საკითხისათვის ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე. საქართველოს სიძველენი, N12: 247-255.
ზაზანაშვილი ნ., სალდაძე, ს., კორძახია, ნ. 2014. კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის რევიზიის შედეგები (რედ.: ამაშუკელი, თ., ელისაშვილი, ც.), ტფილისის ჰამქარი.
ზაზანაშვილი, ნ. 2014. Urban Struggles. კრებულში Imagine the Public: The Status and Challenges of the Independent Cultural Actors in Armenia, Georgia, Moldova and Ukraine (რედ. ნ. ბოდროჟიჩი). A SPACE project: 36-37.
ჭიღოლაშვილი, დ., ზაზანაშვილი, ნ. 2016. ურბანული პროტესტის გამოხატვის ფორმების ძიება თბილისში. კრებულში ქალაქი ჩვენია! ურბანული პროტესტი და პოლიტიკა თბილისში. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი: 51-80.
ზაზანაშვილი, ნ. 2018. თარგმანში დაკარგულები: საცხოვრებლის, საცხოვრისის თუ საბინაო პოლიტიკა? კრებულში ტერმინოლოგიის საკითხები III, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
ზაზანაშვილი, ნ. 2021. დედაქალაქის გენერალური გეგმის აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები. ურბანული კვლევების ცენტრი.
ზაზანაშვილი, ნ. 2021. ავარიული საბინაო ფონდის გამოწვევები თბილისის ისტორიულ ნაწილში. ურბანული კვლევების ცენტრი.
ზაიჩეკი, მ., კალინოვა, ა., ზაზანაშვილი, ნ. 2022. С20: წყალტუბოს არქიტექტურული გზამკვლევი. Archimera.
ზაზანაშვილი, ნ., 2022. დიდი დიღმის ურბანული გამოწვევები | პირველი ნაწილი. ინდიგო.
დემეტრაშვილი, შ., ჯოხაძე, თ., ზაზანაშვილი, ნ., 2022. დიდი დიღმის ურბანული გამოწვევები | მეორე ნაწილი. ინდიგო.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|