საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ნეიროფიზიოლოგიის მიმართულებით





ირმა ჯიმის ასული გვილია დაიბადა ქ. ზუგდიდში, იურისტისა და მედდის ოჯახში, 1968 წლის 28 მაისს. 1985 წელს ირმამ წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშ. სკოლა. 1991-ში კი წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა – ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია). 1991-94წწ სწავლობდა ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაზე, ხოლო 1995 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2001-2002წწ, ირმამ გაიარა პოსტდოკ. ტრეინინგი გერმანიაში, ქ. ერფურტის კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ძილის ცენტრში (ძილის მედიცინის მიმართულებით). მისი შემდგომი პოსტდოკი კი შესრულდა ძილის ფუნდამენტური კვლევის მიმართულებით. აშშ-ში მან 3-წლიანი სტაჟურება გაიარა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტში (UCLA), მედიცინისა და ნეირობიოლოგიის განყოფილებაში. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, 2006 წელს ირმამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია უჯრედული ბიოლოგიის მიმართულებით, თბილისის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტში. ნეირომეცნიერული კვლევების უახლეს ტექნოლოგიებს ირმა დაეუფლა (1) ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის განყოფილებაში (ბოსტონი, აშშ) 2012 წელს, და (2) სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ქცევის მეცნიერებების განყოფილებაში (კალიფორნია, აშშ) 2015 წელს.
1994-2011 წლებში ირმა მუშაობდა ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც მან უმცრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო და წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე მყოფმა დაასრულა მუშაობა. 2008-2011წწ, ირმა გახლდათ ილიას სახ. უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011-დან დღემდე ის გახლავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის სრული პროფესორი. ირმას ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ბოლო 10 წლის განმავლობაში ირმა გვილიას სამეცნიერო კვლევის მიმართულებებს შორის აღსანიშნავია შემდეგი კოლაბორაციული პროექტები:
⦁ ბავშვებსა და მოზარდებში ძილის დარღვევების ბუნება: ძილის ჰომეოსტაზის მომწიფების უჯრედული მექანიზმების კვლევა.
აღნიშნული კვლევა ხორციელდა კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მედიცინისა და ნეირობიოლოგიის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. ამ მიმართულებით შესრულებული კვლევის შედეგები აღიწერა შემდეგ სამეცნიერო სტატიებში: „Maturation of sleep homeostasis in developing rats: a role for preoptic area neuons“, by Gvilia et al. 2011, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან პროფესიულ ჟურნალში – Am J Physiol Regul Integr Comp Physiol 300:R885-894, 2011.
“The Role of Adenosine in the Maturation of Sleep Homeostasis in Rats. The Journal of Neurophysiology, 117(1):327-335 (Gvilia et al. 2017), ამერიკის ფიზიოლოგიის საზოგადოებამ აღნიშნულ სტატიას ფიზიოლოგიურ საზოგადოებაში გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომის სტატუსი მიანიჭა (http://apsselect.physiology.org/).

⦁ სტრესით გამოწვეული ძილის დარღვევა: კორტიკოტროპინ-რილიზინგ ფაქტორის როლი.
ამ მიმართულებით შესრულებული კვლევის შედეგები აღიწერა შემდეგ სამეცნიერო სტატიაში – „Suppression of Preoptic Sleep regulatory Neuronal Activity During Corticotropin Releasing Factor-induced Sleep Disturbance“ (Gvilia et al.), Am J Physiol Regul Integr Comp Physiol 309: R1092–R1100, 2015. ეს არის პირველი შრომა სადაც ნაჩვენებია, რომ ტვინში კორტიკოტროპინის გამომყოფი ფაქტორის დონის მომატება, რაც მყისიერ სტრესს უკავშირდება (ა) უარყოფით გავლენას ახდენს ძილის ჰომეოსტაზზე და (ბ) თრგუნავს პრეოპტიკური ბირთვების გაემ-ერგული ნეირონების აქტივობას. ამ მიმართულებით მიმდინარე კიდევ ერთი კვლევის დასრულება და შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია 2021 წლის შემოდგომაზე.

⦁ რჩეული პუბლიკაციები
1. Gvilia I., Angara, C., McGinty, D and Szymusiak R. (2005) Different neuronal populations of the at median preoptic nucleus express c-fos during sleep and in response to hypertonic saline. Journal of Physiology, 569(2): 587-599.
2. Gvilia I., Turner, A., McGinty, D., Szymusiak R. (2006) Preoptic area neurons and the homeostatic regulation of rapid eye movement sleep. The Journal of Neuroscience, 26(11): 3037-3044.
3. Gvilia I., Xu F., McGinty, D and Szymusiak R. (2006) Homeostatic regulation of sleep: a role for preoptic area neurons. The Journal of Neuroscience, 26(37): 9426-33.
4. Szymusiak R, Gvilia I and McGinty D (2007) Review: Hypothalamic control of sleep. Sleep Medicine 8:291-301.
5. Gvilia, I., Suntsova N., Angara B., McGinty D and Szymusiak R. (2011) Maturation of sleep homeostasis in developing rats: a role for preoptic area neurons. American Journal of Physiology, 300(4):R885-94.
6. Gvilia, I., Suntsova N., Kostin, A., Kalinchuk A., McGinty D., Basheer R and Szymusiak R. (2017) The Role of Adenosine in the Maturation of Sleep Homeostasis in Rats. The Journal of Neurophysiology, 117(1):327-335
7. Gvilia, I., Suntsova N., Kumar, S., McGinty D and Szymusiak R. Suppression of Preoptic Sleep regulatory Neuronal Activity During Corticotropin Releasing Factor-induced Sleep Disturbance. Am J Physiol Regul Integr Comp Physiol 309: R1092–R1100, 2015.

⦁ წიგნები (სახელმძღვანელოებში შეყვანილი თავები)
1. Darchia, N and Gvilia, I. Insomnia: Introduction. In: Sleep – Physiology, Investigations and Medicine, ed. by Michel Billiard, Kluwer Academic/Plenum Publishers, New York, 2003 Chapter 14 (pp. 187-90).
2. Gvilia, I Underlying Brain Mechanisms that Regulate Sleep-Wakefulness Cycles. In: International Review of Neurobiology, ed by Angela Clow and Lisa Thorn, Elsevier, 2010 Chapter 1 (pp. 1-21).
3. Gvilia, I and Szymusiak R. Regulation of nonREM Sleep: Interactions Among Sleep-Active Neurons in the preoptic hypothalamus. In: Current Advances in Sleep Biology, ed. by Markos G. Frank, Nova Medical, 2010 Chapter 2 (pp. 3-13).
4. Szymusiak R and Gvilia I. Neurophysiology and Neurochemistry of Hypersomnia. In: Sleep Medicine Clinics: Hypersomnia, ed by Alon Y. Avidan, 2012.
5. Gvilia, I and Szymusiak R. Basic Neurobiology of Arousal and Sleep. In: Sleep Medicine and Psychiatric Illness, edited by John Herman and Max Hirshkowitz, 2015.
⦁ სხვა მნიშვნელოვანი პუნლიკაციები
1. Gvilia I, Oniani T, Kochladze M and Darchia N (2000) Sleep-wakefulness cycle of Guinea pig as a model of a biosensor. Kybernetes (London) 29(2):234-239.
2. Dabrundashvil N, Gvilia I, Darchia N, Gogichadze M, Maisuradze L, Lortkipaniudze N, Emukhvarim N, Baxutashvili B and Oniani T (2001) Modulating effects of Plaferon-LB on the structure of Sleep-Wakefulness Cycle. Int. J on Immunorehabilitation, 3, 3, 100-104.
3. Lortkipanidze N., Chidjavadze E., Oniani N., Darchia N and Gvilia, I. (2009) Sleep-Waking behavior following a lesion in the median preoptic nucleus. Georgian Medical News, 9(174), 10-3.
4. Maisuradze, L., Lortkipanidze, N., Eliozishvili, M., Gvilia, I and Darchia, N. Posttraumatic stress disorder and insomnia development in individuals displaced from Shida Kartli, Georgia. Georgian Med News. 2010, 3(180):64-9.
5. Hsieh KC, Gvilia I, Kumar S, Uschakov A, McGinty D, Alam MN and Szymusiak areas to the ventrolateral periaqueductal gray in relation to sleep states. Neuroscience, 2011, 188:55-67.
6. Basishvili T, Eliozishvili M, Maisuradze L, Lortkipanidze N, Nachkebia N, Oniani T, Gvilia I and Darchia N. Insomnia in a Displaced Population is Related to War Associated Remembered Stress Health. 2012, 28(3):186-92.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

2016-2017 წელი

სამაგისტრო საფეხური

  • ლიმბური სისტემა: აგებულება და ფუნქციური ორგანიზაცია
  • ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია

2015-2016 წელი

საბაკალავრო საფეხური

  • ადამიანის ორგანიზმი და ჯანმრთელობა

სადოქტორო საფეხური

  • პროფესიული განვითარება და ინტეგრაცია ნეირომეცნიერებაში

2014-2015 წელი

საბაკალავრო საფეხური

  • ადამიანის ორგანიზმი და ჯანმრთელობა

2013-2014 წელი

საბაკალავრო საფეხური

  • ადამიანის ორგანიზმი და ჯანმრთელობა

სამაგისტრო საფეხური

  • ლიმბური სისტემა: აგებულება და ფუნქციური ორგანიზაცია
  • ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია

სადოქტორო საფეხური

  • პროფესიული განვითარება და ინტეგრაცია ნეირომეცნიერებაში

2012-2013 წელი

საბაკალავრო საფეხური

  • ადამიანის ორგანიზმი და ჯანმრთელობა

სამაგისტრო საფეხური

  • ლიმბური სისტემა: აგებულება და ფუნქციური ორგანიზაცია
  • ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია

სადოქტორო საფეხური

  • ფუნქციურ სისტემათა ნეირობიოლოგია
  • ძილის ნეირობიოლოგიის უახლესი მიღწევები

2011-2012 წელი

საბაკალავრო საფეხური

  • ადამიანის ორგანიზმი და ჯანმრთელობა

2009-2010 წელი

სამაგისტრო საფეხური

  • ძილის ნეიროფიზიოლოგია

 საერთაშორისო პროფესიული ფორუმებისათვის სიმპოზიუმების მომზადება/ ორგანიზება და თავმჯდომარეობა ბოლო 7 წლის განმავლობააში:

2016: “Consequences of sleep loss in brain: from birth to aging”, 23d Congress of the European
Sleep Research Society (ESRS 2016), Bologna, Italy. Invited Speaker
2015: “Sleep-regulating neurons: new insights across phylogeny”, 29th Annual Meeting of the Associated Professional Sleep Societies (APSS 2015), Seattle, USA. Invited Speaker
2014: “Sleep and Brain Maturation: Development of Sleep-Regulatory Mechanisms and Interactions between Sleep and Brain Maturation”, 22d Congress of the European Sleep Research Society (ESRS 2014), Tallinn, Estonia. The Chair and a Speaker
2014: “Sleep Loss: A Biochemical dialogue within brain“, 8th Congress of the Asian Sleep Res. Society (ASRS 2014), Kovalam, Kerala, India. Invited Speaker
2014: “Advancing the Understanding of Basics of Sleep Science and Sleep Medicine”, International Sleep Training Summer School, Chakvi, Georgia. Invited Speaker
2014: “Hypothalamic Regulation of Sleep”, University of Helsinki. Invited Speaker
2013: “Sleep and Brain Maturation: Development of Sleep-Regulatory Mechanisms and Interactions between Sleep and Brain Maturation“, 27th Annual Meeting of the Associated Professional Sleep Societies (APSS 2013), Baltimore, MD, USA. The Chair and a Speaker
2013: “Sleep and Childhood Brain Development: Unraveling the Link”, Annual Arrowhead Sleep Training Workshop, CA, USA. The Chair and a Speaker
2013: “Critical Periods in Sleep Development”, International Sleep Training School “Kazbegi 2013” in Tbilisi, Georgia. The Chair and a Speaker

⦁ სამეცნიერო თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან:

⦁ კალიფორნიის უნივერსიტეტი, UCLA; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2010 წელს შესრულდა პირველი ერთობლივი სამეცნიერო პროექტი (იხ. თავი I).
2011 წელს გამოქვეყნდა 2 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში, ხოლო 2012 წელს კი მომზადდა მორიგი ერთობლივი სამეცნიერო პროექტი. პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელი – ირმა გვილია.
⦁ ჰარვარდის უნივერსიტეტი; თანამშრომლობის ფარგლებში 2012 წელს შესრულდა საპილოტე კვლევა, რომლის შედეგები საფუძვლად დაედო ახალი ერთობლივი სამეცნიერო პროექტის მომზადებას. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და წარმატებით შესრულდა 2013-2016 წლებში. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – ირმა გვილია.
⦁ კერძო სამეცნიერო სექტორთან (Web Sciences Internnational); თანამშრომლობის ფარგლებში 2011 წელს მომზადდა ძილის მრავალმხრივი თრეინინგის პროგრამა, რომლის პირველი ეტაპი საქართველოში (ყაზბეგში) საზაფხულო სკოლის სახით 2013 წლის ივლისში განხორციელდა (იხ. თავი II). Web Sciences Internnational-ის დირექტორი, Dr. Michael Chase (Emeritus Professor of UCLA) გახლდათ „ყაზბეგი 2013“-ის თანადირექტორი. პროექტ „ყაზბეგი 2013“-ის ავტორი, ორგანიზატორი და საგანმანათლებო პროგრამის დირექტორი – ირმა გვილია. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული ოყო 16 ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერი (იხ. ბმული: ⦁ www.kazbegisleeptraining.weebly.com ).

⦁ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური
სპეციალისტების მომზადებაზე ორიენტირებული აქტივობები:

საგანმანათლებო ხასიათის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ილიას უნივერსიტეტის
ეგიდით საერთაშორისო ღია ფორმატის საზაფხულო სკოლის ”Multi-site Sleep Training Course:
“From Sleep Science to Sleep Medicine” ჩატარებას საქართველოში (დაბა ყაზბეგში) 2013 წლის 18-23
ივლისს. აღნიშნული პროექტი ნაწილობრივ დაფინანსდა ტვინის კვლევის საერთაშორისო
ორგანიზაციის (IBRO) გრანტით. დაგეგმილი თრეინინგი ემსახურება მნიშვნელოვანი
საგანმანათლებო ფუნქციის შესრულებას – საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ძილის
კვლევის ფუნდამენტური და კლინიკური მიმართულებების განვითარების
ხელშეწყობას. ორგანიზატორების მიერ შემუშავებული ინტენსიური თრეინინგის
პროგრამა ითვალისწინებს (1) ძილის ფუნდამენტური, კლინიკური და გამოყენებითი
კვლევის მიმართულებით მომუშავე მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა მეცნიერებისა და (2)
ძილის მედიცინის სპეციალისტების მომზადებას. პროექტის ავტორი და საგანმანათლებო
პროგრამის დირექტორი – ირმა გვილია.

⦁ სტიპენდიები და ჯილდოები:

⦁ ფიზიოლოგიის დარგში გამოქვეყნებული წლის საუკეთესო ნაშრომის სტატუსი. მინიჭებულია ამერიკის ფიზიოლოგიის საზოგადოების მიერ, 2016 წელს (http://apsselect.physiology.org/);
⦁ ჟილინის სახელობის ჯილდო. ძილის კვლევის საზოგადოების ფონდი (SRSF, აშშ), 2007წ;
⦁ ახალგაზრდა მკვლევარის ჯილდო. ამერიკის ძილის კვლევის საზოგადოება; 2006წ;
⦁ პოსტ-საბჭოური სივრციდან „ტვინების გადინების“ (brain drain) პრევენციის მიზნით გამოყოფილი სტიპენდია, 2002. დონორი – ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია;
ევროპული ქსელის ძილის ლაბორატორიებში ტრეინინგის კვლევითი გრანტი. დონორი – ძილის კვლევის ევროპული საზოგადოება (ESRS), 2002;
⦁ გერმანიის აკადემიის გაცვლითი პროგრამის სტიპენდია NATO/DAAD, 2000;
⦁ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია, 1997-2000. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.

სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების წევრობა
ევროპის ძილის კვლევის საზოგადოება;
ამერიკის ძილის კვლევის საზოგადოება;
ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია;
ნეირომეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება (აშშ);
ევროპის ნეირომეცნიერებათა საზოგადოებების ფედერაცია;
საქართველოს ძილ-ღვიძილის კვლევის ასოციაცია;
საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია;
საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება.
2008-2009: საქართველოს საგანმანათლებო სისტემის რეფორმების სახელმჭიფო კომიტეტის წევრი.
2009-2012: ბიოლოგიური კვლევის უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, VAGLAHS, ლოს ანჟელესი, კალიფორნია, აშშ.
2012-2014: ამერიკის ძილის კვლევის საზოგადოების საგანმანათლებო კომიტეტის წევრი.
2013 – 2015: კალიფორნიის უნივერსიტეტის (CSUN) სამაგისტრო პროგრამების საბჭოს წევრი.
2013-2016: ცხოველების კვლევის (ცხოველთა უფლებების დაცვის) კომიტეტiს (IACUC) წევრი, VAGLAHS, ლოს ანჟელესი, კალიფორნია, აშშ.
2001-2003: საერთაშორისო online ჟურნალის – “ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია“ – რედაქტორი.
2010-2011: საერთაშორისო online ჟურნალის – “ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია“ – რედაქტორი.
შემდეგი საერთაშორისო ჟურნალების რეცენზენტი (reviewer):
Brain Research Bulletin;
Int. J of Toxicology;
Neuroscience;
Sleep Medicine Reviews;
PLOS ONE;
Brain Sciences;
European Journal on Neuroscience;
Frontiers in Sleep and Chronobiology;