ასოცირებული პროფესორი, გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით
1976 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით „მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკა“. 1976-79 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, ანდრონიკაშვილსი სახელობსი ფიზიკის ინსტიტუტში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნულ საგამოცდო ცენტრში.
1999-2003 წლებში მონაწილეობდა HERA-B ექსპერიმენტში (DESY, ჰამბურგი, გერმანია) როგორც მოწვეული მეცნიერ თანამშრომელი.
2003-2010 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში (ჰაიდელბერგი, გერმანია) LHCb ექსპერიმენტზე როგორც მეცნიერ-თანამშრომელი.
2012 წლიდან მონაწილეობს ცერნის დიდ ადრონულ ამაჩქარებელის (LHC) CMS ექსპერიმენტზე მიმდინარე კვლევებში.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად.
2010 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე.
მაღალი ენერგიების ფიზიკა, ექსპერიმენტული ფიზიკა, ფიზიკის სწავლება.
ფიზიკა (კონსპექტი შედგენილია საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით).
რ. ქუთელია, ი. ბაღათურია, ნ. გოგიჩაიშვილი
„საქართველოს მაცნე“ 2013.
| ელექტრობა და მაგნეტიზმი; კლასიკური მექანიკა; საბაკალავრო ნაშრომი (ფიზიკოსებისთვის); ფიზიკის საფუძვლები I (ლაბორატორიულით); ფიზიკის საფუძვლები I (ლაბორატორიულით) (ENG) |
| გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა; გეომეტრიული და ტალღური ოპტიკა; თერმოდინამიკა და მოლეკულური ფიზიკა; საბაკალავრო ნაშრომი (ფიზიკოსებისთვის); ფიზიკის საფუძვლები I (including Lab); ფიზიკის საფუძვლები I (including Lab) (ENG); შესავალი ელექტრონიკაში, სიგნალები და გაზომვები; შესავალი ნახევარგამტარების ფიზიკაში |