ასოცირებული პროფესორი, ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით
2000 წელს, ჯუანშერ ჯეჯელავამ ჩააბარა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა როგორც ბაკალავრის, ისევე მაგისტრის ხარისხი ველის კვანტური თეორიის სპეციალობით. 2006წ ჩაბაარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით. 2011 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი რომელშიც გამოიკვლია ლორენც დარღვევის შესაძლებლობა გაწრფივებულ გრავიტაციასა და არააბელურ ველებში. ამის შემდეგ მალევე გადავიდა თეორიიდან ფენომენოლოგიაში. 2012 წელს შეუერთდა ATLAS/CERN ექსპერიმენტის Tile კალორიმენტრის სიგნალის რეკონსტრუქციის ჯგუფში. 2016 წლიდან, დოქ. ჯეჯელავა შეუერთდა ATLAS-ის სუპერსიმეტრიების ძიების ჯგუფს სადაც დღემდე იმყოფება. ამავდროულად ის აგრძელებს მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიულ კვლევით პროექტებში მონაწილეობასაც.
უნივერსიტეტის მოვალეობებთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ რამოდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაში, ზოგში მწვრთნელის და ზოგში კი გუნდის ლიდერის სახით. აი ძირითადი ღონისძიებების ჩამონათვალი: ‘ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი’ 2017წ, ‘ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა’ (2009, 2010), ‘ზაუტიკოვის საერთაშო ოლიმპიადა’ 2012წ, და სხვა.
2015 წელს მან მიიღო მონაწილეობა CERN-ში გამართულ FameLAB ღონისძიებაში, და როგორც ფინალისტმა გაიარა BBC-ის მედია ტრენინგი.
2013 წლიდან მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დოქ. ჯეჯელავას მიყავს პატარა ბლოგი.
2018 წლიდან, ყოფილ კურსელთან ერთად, დაიწყო პირველი ქართულ-ენოვანი სამეცნიერო-გასართობი PodCast-ი.
ლორენც დარღვევები, ნერზორული გრავიტაცია; იანგ-მილსის თეორიები; სუპერსიმეტრია; მანქანური სწავლება; მრავალცვლადიანი ანალიზი.
რჩეული პუბლიკაციები
სტატიები ჟურნალებში
http://georgianscience.blogspot.com/
პუბლიკაციების ვრცელი სია
2014 წლიდან შეყვანილია ATLAS კოლაბორაციის ავტორთა სიაში.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
|
2020-2021 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2019-2020 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2018-2019 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2017-2018 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2015-2016 წელი საბაკალავრო საფეხური
2014-2015 წელი საბაკალავრო საფეხური
2013-2014 წელი საბაკალავრო საფეხური
2012-2013 წელი საბაკალავრო საფეხური
2011-2012 წელი საბაკალავრო საფეხური
2010-2011 წელი საბაკალავრო საფეხური
2009-2010 წელი საბაკალავრო საფეხური
|
2007 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს პიანისტთა კონკურსის ნახევარფინალში.