პროფესორი, გეოლოგიის მიმართიულებით
1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა. 1987 წელს დაიცვა დისერტაცია აჭარის ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალური საბადოების კომპლექსური შესწავლის თემაზე. გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა 2002 წლამდე (1992 წლიდან – შეთავსებით). იყო ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიისა და გეოქიმიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და განყოფილების უფროსის მოადგილე. შესწავლილი აქვს საქართველოს ყველა ძირითადი საბადო. მან კავკასიაში პირველად აღმოაჩინა ჰიდროთერმული ფაუნა, დაადგინა მადნეულის საბადოს ჰიდროთერმულ-დანალექი, ხოლო მერისის საბადოს – სპილენძ-პორფირული გენეზისი.
სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად სხვადასხვა წელს მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდში თავმჯდომარის მოადგილედ (კურირებდა ძვირფასი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების საკითხებს); საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში ინჟინერინგულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელად (მონაწილეობდა ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის და სხვა პროექტებში); გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების, მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსად; შპს „გეო-ინჟ-ეკო-სერვისის“ გენერალურ დირექტორად; კომპანია „აი-დი-ეს ბორჯომის“ სტარტეგიული პროექტებისა და ხარისხის სისტემების მთავარ მენეჯერად, კომპანია „ოპტიმალ+“-ის მენეჯერად.
მუშაობდა მსოფლიო ბანკის, გაეროს, IFC-ის, USTDA-ს, USAID-ის TACIS-ის, იაპონური JNOC-ის და JICA-ს, WWF-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალ პროექტში. გავლილი აქვს ტრენინგები აშშ-ში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში. 2005 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობს ლექციებს თბილისის სახ. უნივერსიტეტში, ხოლო 2019 წლიდან – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 4 სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელია, მათ შორის პროგრამის ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტზე.
70-ზე მეტი სტატიის, სამეცნიერო ანგარიშებისა და წიგნების ავტორია.
სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია და გეოქიმია, გეოეკოლოგია, ეკონომიკური გეოლოგია, დისტანციური ზონდირება, საინჟინრო გეოლოგია და ჰიდროგეოლოგია, სამთო სამართალი, არატრადიციული ენერგეტიკა.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
სტატიები ჟურნალებში
სტატიები გაზეთებში
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
|
2020-2021 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2019-2020 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2018-2019 წელი საბაკალავრო საფეხური
სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2017-2018 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2016-2017 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2015-2016 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2014-2015 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2013-2014 წელი საბაკალავრო საფეხური
სამაგისტრო საფეხური
2012-2013 წელი სამაგისტრო საფეხური
|