საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოციარებული პროფესორი





ნინო მირზიკაშვილი დაიბადა 1978წ, ქალაქ თბილისში. 1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა წარჩინებით და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პრევენციული მედიცინის ფაკულტეტზე. 2001 წელს დაამთავრა თსსუ და იმავე წელს დაიწყო მუშაობა მ.იაშვილის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში სოციალურ მუშაკად. 2001-2004 წლებში ნინო სწავლობა თსსუ-ს რეზიდენტურაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. 2004 წ სამუშაოდ გადავიდა საერთაშორისო ფონდ კურაციოში მკვლევარის პოზიციაზე. 2004 წ ნინომ მიიღო ბრიტანეთის მთავრობის და სოროსის სტიპენდია და სასწავლებლად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. 2005 წელს ნინო მირზიკაშვილმა დაამთავრა ვორვიკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. მომდევნო წელს ნინომ კვლავ მიიღო ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია და სწავლა გააგრძელა ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში სახელმწიფო მართვის მიმართულებით. 2005 წელს 3 თვის განმალობაში ნინომ სტაჟირება გაიარა ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში.
2006 წელს ნინო მირზიკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა ამერიკის საერთაშორისო განვითარების დაფინანსებით მიმდინარე კორეფორმის პროექტში. შემდგომ წლებში ნინო მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი.
2007 -2012 წ ნინო მირზიკაშვილი მუშაობდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, როგორც რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და სამინისტროს აპარატის უფროსი.
ამჟამად ნინო არის გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი, გაეროს ბავშვთა ფონდის ეროვნული კონსულტანტი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
ნინო აკადემიურ საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან. როგორც მოწვეული ლექტორი იგი ასწავლიდა სამედიცინო ინსტიტუტში „აიეტი“, თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტზე, თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტში.
მოწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციებში და ტრეინინგებში.
ჰყავს მეუღე და ორი შვილი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მდგრადი განვითარების მიზნები, დედათა და ბავშვათა ჯანმრთელობა, არაგადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგია, სტრატეგიული დაგეგმვა, პროექტის შემუშავება და განხორციელება;

რჩეული პუბლიკაციები
⦁ “Health and well-being for all: an approach to accelerating progress to achieve the Sustainable Development Goals (SDGs) in countries in the WHO European Region” Bettina Menne, Emilia Aragon de Leon, Marleen Bekker, Nino Mirzikashvili, Stephen Morton, Amanda Shriwise, Göran Tomson, Pia Vracko, Christoph Wippel, , European Journal of Public Health, Volume 30, Issue Supplement_1, March 2020

⦁ “Evaluation of the new cervical cancer screening program in Georgia” Nino Mirzikashvili, Tina Beruchashvili, Louise-Anne McNutt, International Journal Gynecology and Obstetrics, Volume 7, Issue 3, June 2012

 წიგნები
წიგნის თანაავტორი “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისთვის” 2009
წიგნი პაციენტებისათვის “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ” 2011

სტატიები ჟურნალებში
⦁ Mian trends in access to primary health care for adolescents in Georgia,” Georgia Medical News, #3(252) March 2016, pages 47-53, Nino Mirzikashvili, MD, MSc, Nata Kazakhashvili, MD, PhD,.
⦁ „მოზარდთა სამედიცინო სერვისები საქართველოში.“ ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, გამოცემა #2, 2016 მაისი, გვერდი 14-21, ნინო მირზიკაშვილი და ლუიზ-ენნ მაკნუტი, ოლბანის უნივეერსიტეტი, აშშ, ასოცირებული პროფესორი;
⦁ „მოზარდთა ჯანმრთელობის ძირითადი რისკფაქტორების შეფასება და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობა ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით“ ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, გამოცემა #5, 2016 დეკემბერი, გვერდი  77-82,  ნინო მირზიკაშვილი, ლევან ბარამიძე, პროფესორი, თსსუ,
⦁ ” The role of primary health care in assessing and preventing health risk factors of adolescents in Georgia” Georgia Medical News, #3(264) March 2017, pages 53-57, Nino Mirzikashvili, MD, MSc, Levan Baramidze, MD, PhD

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

გლობალური ჯანდაცვა; სამაგისტრო ნაშრომი (ჯანდაცვის მენეჯმენტი); სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება (ENG)

 

ადამიანური რესურსები ჯანდაცვაში; მოსახლეობის ჯანმრთელობა და მისი სოციალური და ეკონომიკური დეტერმინანტები

ხუთწლიანი გამოცდილება ჯანდაცვის მართველობის კუთხით სახელმწიფო სექტორში (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო). სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც კლინიკის დირექტორი კერძო სამედიცინო ბიზნესში. სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება საავადმყოფოს დონეზე. საერთაშორისო ორგანიზაციებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ხუთ წლიანი გამოცდილება.