თეორიული ფიზიკის მიმართულებით პროფესორი
ანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალიზაციით თეორიული ფიზიკა და 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ფიზიკური პროცესები შავი ხვრელის აკრეციული დისკის შიდა ზონაში”. ამავე წლიდან 2010 წლამდე იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1997 წლებში ასწავლიდა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე (მოწვეული ლექტორი, შემდეგ დოცენტი). 1995-1996 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (იტალია) პლაზმის ფიზიკის ჯგუფის მკვლევარი. 1997-2010 წლებში ამავე ცენტრის ჯერ ახალგაზრდა შემდეგ კი უფროსი ასოცირებული წევრი. 1998-2000, 2003-2004 და 2006-2009 წლებში მუშაობდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში პოსტდოკის, შემდეგ კი მიწვეული პროფესორის სტატუსით. 2000-2004 წლებში მუშაობდა ტურინის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე (იტალია) მკვლევრის სტატუსით. 2002 წელს (ჯუმბერ ლომინაძესთან, გიორგი ჩაგელიშვილთან და რევაზ ჭანიშვილთან ერთად) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია ფიზიკის დარგში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია 2009 წლიდან. არის ამ უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამაარსებელი. არის სამოცდაათზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა და კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თავისუფალ უნივერსიტეტში (საქართველო), ტურინის უნივერსიტეტში და ტრიესტის აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (იტალია), ასევე – ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია). 2002, 2004, 2007 და 2011 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია) ჩატარებული საერთაშორისო სკოლების და კონფერენციების ერთ-ერთი დირექტორი.
რჩეული პუბლიკაციები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
ბაკალავრიატი
მაგისტრატურა
|