ასოცირებული პროფესორი, ასტრონომია და ასტროფიზიკა
ბიძინა შერგელაშვილი დაიბადა 1972 წლის 28 აპრილს. 1989 წელს დაამთავრა ანდრია რაზმაძის სახელობის თბილისის 25-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა (ამჟამად მე-7 ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია). იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1994 წელს თეორიული ფიზიკის, ასტროფიზიკის სპეციალობით. 1996 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურაში, ხოლო 1999 წლის ბოლოდან დაიწყო მუშაობა ამავე ობსერვატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2003 წელს მიიწვიეს ლუვენის (ბელგია) კათოლიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში დოქტორანტურაში სასწავლებლად. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, მათემატიკის – პლაზმური ასტროფიზიკის – სპეციალობით. 2006 წლიდან გახდა აბასთუმნის ობსერვატორიაში მკვლევარი. 2006-2008 წლებში მუშაობდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში პოსტ დოქტორალურ მკვლევრად. 2008 წლიდან მუშაობს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის კომპუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამეცნიერო ჯგუფში კომბინატორული ოპტიმიზაცია და გადაწყვეტილების უზრუნველყოფა. 2009 წლიდან გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2010 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2010-2011 წლებში პოსტ დოქტორალურ მკვლევრად მუშაობდა გერმანიის ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო 2014-2017 წლებში – ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის გრაცის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში. არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ფორმატის კვლევითი სამეცნიერო პროექტების შემუშავების და განხორციელების მონაწილე/ხელმძღვანელია, მათ შორის ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის SOLSPANET სამეცნიერო მენეჯერია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მზის და კოსმოსური ამინდი
ტალღები და რხევები არაწონასწორულ პლაზმაში.
ტალღური დინამიკა და მათი ურთიერთქმედება.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
მაგნიტოჰიდროდინამიკური ამოცანების რიცხვითი მოდელირება 1 (2017-2018, სადოქტორო) მაგნიტოჰიდროდინამიკური ამოცანების რიცხვითი მოდელირება 2 (2017-2018, სადოქტორო) მაგნიტოჰიდროდინამიკური ამოცანების რიცხვითი მოდელირება (2017-2018, სამაგისტრო) |
მაგნიტოჰიდროდინამიკური ამოცანების რიცხვითი მოდელირება 1 (2011-2012, 2012-2013, 2013-2014, 2014-2015, 2015-2016, 2016-2017, 2017-2018, სადოქტორო) მაგნიტოჰიდროდინამიკური ამოცანების რიცხვითი მოდელირება 2 (2013-2014, 2014-2015, 2015-2016, 2016-2017, 2017-2018, სადოქტორო) მაგნიტოჰიდროდინამიკური ამოცანების რიცხვითი მოდელირება (2011-2012, 2012-2013, 2013-2014, 2014-2015, 2015-2016, 2016-2017, 2017-2018, სამაგისტრო)
|