ასოცირებული პროფესორი, მოლეკულური ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით
ეკატერინე თევდორაძემ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკის ფაკულტეტი ბიოლოგის კვალიფიკაციით. 1998-2002 წლებში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში მიკრობიოლოგიის მიმართულებით. 2001-2015 წლებში ეწეოდა კვლევით საქმიანობას გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2013 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით. სამეცნიერო პროექტების ფარგლებში მიიღო სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა დასავლურ ლაბორატორიაში. 2016წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია მოლეკულური ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით.
ამერიკის თავდაცვის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის(DTRA) ფარგლებში ეკატერინე თევდორაძეს მიენიჭა ბიოუსაფრთხოების ოფიცრის კვალიფიკაცია და ბიოუსაფრთხოების მესამე დონის (BSL3) ლაბორატორიაში სამუშაო დაშვება.
ეკატერინე თევდორაძის კვლევის ძირითადი სფეროა პათოგენური მიკროორგანიზმების ანტიბიოტიკორეზისტენტულობის მექანიზმებისა და ფაგი-ბაქტერია ურთიერთქმედების მოლეკულური მექანიზმების შესწავლა.
პუბლიკაციები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
|
---|---|---|
|
|
ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციის (ASM-American Society for Microbiology) წევრი; საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის წევრი; საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო „აკრედიტაციის ცენტრი“ საკ GAC-ის ისო/იეკ 17025 ლაბორატორიული სტანდარტის შემფასებელ-ექსპერტი.