საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და
მედიცინის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი





დაიბადა 1968 წლის 3 ივნისს თბილისში.
დაამთავრა ქ. თბილისის 55-ე სკოლა.
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იყო ა. ალადაშვილის სახელობის სტიპენდიანტი.
1991 წელს ჩააბარა ქ. თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგის ინსტიტუტის ორდინატურაში. ამავე ინსტიტუტში მუშაობდა ექიმ-ნევროლოგად 1993-1995 წწ ებში.
1993 წლის სექტემბერში, სოხუმის ტრაგედიის შემდეგ მოხალისედ წავიდა სვანეთში, სოფელ ჭუბერში ესპანეთის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ექიმებთან და ექთნებთან ერთად, სადაც ერთი თვის განმავლობაში გადაუდებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწია ათასობით აფხაზეთიდან დევნილს.
1993 წლიდან მუშაობდა საერთაშორისო წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ფედერაციების საქართველოს წარმომადგენლობის ეროვნულ სამედიცინო კოორდინატორად.
1994 წელს სამუშაოდ გადავიდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ამქორში“ სამედიცინო დირექტორად, სადაც 1996 წლამდე, სხვა სამედიცინო პროგრამებთან ერთად ხელმძღვანელობდა „დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების“ პროგრამას, რომელიც 300-მდე დასახელების ძირითად მედიკამენტებს აწვდიდა 1 მილიონამდე მომხმარებელს – ქ. თბილისის დედებს და ბავშვებს.
1994 წელს მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ერთი-ერთ პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ სექტორში: „კურაციოს საერთაშორისო ფონდი“, რომელიც წლების განმავლობაში გადაიქცა არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯანდაცვის პრობლემებზე მომუშავე წამყვან ორგანიზაციად. დღემდე არის ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი და წამყვანი მკვლევარი.
1996 წელს გახდა ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი და გაემგზავრა აშშ-ში, ქ. ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და სახელმწიფო ურთიერთობების სკოლაში, რათა გაევლო პროფესიული განვითარების ერთწლიანი პროგრამა საჯარო ადმინისტრაციაში -ჯანდაცვის პოლიტიკის განხრით.
1997 წელს მუშაობდა აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ორგანიზაციაში „კაიზერ პერმანენტე“ რომელიც იმ დროისათვის ყველაზე ინოვაციური სამედიცინო დაზღვევის მოდელით ემსახურებოდა 8 მილიონამდე ამერიკელს. საქართველოში დაბრუნებისთანავე 1998 წლის ინავარში, მუშაობა დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწედ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინატორად.
2000 – 2001 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ხოლო 2001-2003 წწ-ებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ამ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო პოლიტიკის შექმნაში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში მთელი რიგი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაში.
2003-2016 წლამდე იყო მკვლევარი და კონსულტანტი/ანალიტიკოსი ისეთი ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, გაეროს სააგენტოები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ევროგაერთიანება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ინგლისის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. აღნიშნულმა გამოცდილებამ საშუალება მისცა წვლილი შეეტანა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ევროპისა და აზიის განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის 15 ქვეყანაში.
2016 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ და 2019 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე.
არის საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 50-მდე ანალიტიკური კვლევის ავტორი და თანაავტორი.
2008 წლიდან სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – ჯანდაცვის სისტემების და პოლიტიკის მოდულის ხელმძღვანელი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ჯანდაცვის პოლიტიკა და სისტემები; ჯანდაცვის დაფინანსება და შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების სისტემები.

რჩეული პუბლიკაციები
⦁ Chikovani, I., Diaconu, K., Duric, P. Sulaberidze, L., Uchaneishvili, M., Nuredin, I.M., Zoidze, A., Witter, S. Addressing challenges in tuberculosis adherence via performance-based payments for integrated case management: protocol for a cluster randomized controlled trial in Georgia. Trials 20, 536 (2019) doi:10.1186/s13063-019-3621-z
⦁ Petrosyan V, Melkomian D, Zoidze A, Shroff ZC. National Scale-Up of Results-Based Financing in Primary Health Care: The Case of Armenia. Health Systems & Reform. 2017;3(2):117-28.
⦁ Zoidze, Akaki & Rukhadze, Natia & Chkhatarashvili, Ketevan & Gotsadze, George. (2013). Health Insurance for the Poor_Georgia path to Universal Coverge. https://www.researchgate.net/publication/256373692_Health_Insurance_for_the_Poor_Georgia_path_to_Universal_Coverge
⦁ Zoidze A, Rukhadze N, Chkhatarashvili K, Gotsadze G. Promoting Universal Financial Protection: Health Insurance for the Poor in Georgia – A case study. BMC Health Policy and Research. 2013. 11:45. URL: http://www.health-policy-systems.com/content/11/1/45
⦁ Zoidze A, Gotsadze G, Cameron S., 2006, An Overview of Health in Transition Countries, International Hospital Federation Reference Book 2006/2007
პუბლიკაციების ვრცელი სია
⦁ Gotsadze G , Tang W , Shengelia N , Zoidze A Determinants analysis of outpatient service utilization in Georgia: can the approach help inform benefit package design? Health Res Policy Sys May 2017;15:36.doi:10.1186/s12961-017-0197-5
⦁ Gotsadze G. Zoidze A, Rukhadze N, Shengelia N, Chkhaidze N. An impact evaluation of medical insurance for poor in Georgia: preliminary results and policy implications. Apr 2015 · Health Policy and Planning
⦁ Gotsadze G, Murphy A, Shengelia N, Zoidze A. Healthcare utilization and expenditures for chronic and acute conditions in Georgia: Does benefit package design matter? BMC Health Serv Res. 2015;15:88
⦁ Gotsadze G., Zoidze A., Rukhadze N., Factors Determining Catastrophic Health Expenditure: Evidence from Georgia and its Policy Implications. BMC Health Services Research 2009, Vol. 9
⦁ Djibuti M, Gotsadze G., Mataradze G., Zoidze A. Influence of Household Demographic and Socio-Economic Factors on Household Expenditure on Tobacco in Six New Independent States. BMC Public Health 2007, 7:222 (30 August 2007).
⦁ Zoidze A, Gotsadze G, Cameron S., 2006, An Overview of Health in Transition Countries, International Hospital Federation Reference Book 2006/2007.
⦁ Gotsadze G., Cashin C., Zoidze A., Valdin J., 2005, Descriptive background to health care financing reform strategy development in Georgia. HCF Discussion paper No. 1. CoReform Project. Tbilisi. Georgia.
⦁ Gotsadze G, Zoidze A, Vasadze O. Reform strategies in Georgia and their impact on health care provision in rural areas: evidence from a household survey. Journal of Social Sciences and Medicine. Vol 60/4 pp 809-821.
⦁ Gotsadze G, Mataradze G, Zoidze A. Hospital Sector Reform and Its Implications on HRD. Human Resources for Health Development Journal. Vol. 3, # 3, Nonthaburi, Thailand. 1999
⦁ Jorbenadze A, Zoidze A, Gzirishvili D, Gotsadze G. Health Reform and Hospital Financing in Georgia. Croatian Medical Journal. Vol 15. Zagreb, Croatia. 1998
⦁ Zoidze A, Gzirishvili D, Gotsadze G. Hospital Financing Study in Georgia. Abt Publications, Bethesda, MD. USA. 1998.
⦁ Gzirishvili D. Zoidze A. Reimbursement Mechanisms for Hospitals. National Health Management Centre, Tbilisi. Georgia. 1998

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სამაგისტრო ნაშრომი (საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა); საჯარო-კერძო პარტნიორობა ჯანმრთელობის სისტემაში

 

გამოყენებითი ჯანმრთელობის პოლიტიკა და სისტემები