სამართლის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი





დავით მაისურაძემ 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2009 წელს მიენიჭა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Master of Laws). 2010 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2015 წელს – ამავე უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი.

დავით მაისურაძეს აქვს სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი და მენეჯერად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. 2010 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი. 2014 წლიდან არის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პროექტის კოორდინატორი და საპარლამენტო მდივანი.

დავით მაისურაძეს აქვს აკადემიური საქმიანობის 7-წლიანი გამოცდილება. ამჟამად ლექციებს კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია 2015 წლიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საკორპორაციო სამართალი; კორპორაციული მართვა; საწარმოთა რეორგანიზაცია

წიგნები

  • „კორპორაციულსამართლებრივი თავდაცვითი ღონისძიებები კაპიტალური საზოგადოების რეორგანიზაციისას“ (შედარებითსამართლებრივი კვლევა უპირატესად დელავერისა და ქართული საკორპორაციო სამართლის მაგალითზე), გამომცემლობა „მერიდიანი“, 2015, თბილისი, საქართველო http://press.tsu.ge/data/image_db_innova/disertaciebi_samartali/davit_maisuradze.pdf.
  • საკორპორაციო სამართლის კრებული I“, ნიკოლოზ გულაშვილი, დავით მაისურაძე, გიორგი მახარობლიშვილი, სალომე რობაქიძე, აკაკი ქირია, რედაქტორი ირაკლი ბურდული, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2011, თბილისი, საქართველო

სტატიები ჟურნალებში

  • კორპორაციულსამართლებრივი თავდაცვითი ღონისძიების განხორციელება აქციონერთა შერჩევითი თანაბარი მოპყრობის“ ჭრილში“ (შედარებითსამართლებრივი კვლევა უპირატესად დელავერისა და ქართული საკორპორაციო სამართლის მაგალითზე), სამართლის ჟურნალი, #1, 2014, თბილისი, საქართველო https://tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/S%20JUR_2014-1.pdf.
  • „ჰიბრიდული ტიპის საზოგადოებების სისტემურშედარებითი ანალიზი“, სამართლის ჟურნალი, #2, 2012, თბილისი, საქართველო https://tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/samarTlis%20Jurnali%20II-2012.pdf.
  • „სამეწარმეო განსჯის წესის განმარტებისთვის“, სამართლის ჟურნალი, #1-2, 2010, თბილისი, საქართველო https://tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/Sam%20Jurn%20N1-2%202010.pdf.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი

  • საკორპორაციო სამართალი (გაზაფხულის სემესტრი)

მაგისტრატურა

  • საწარმოთა რეორგანიზაცია შედარებითსამართლებრივ პერსპექტივაში (გაზაფხულის სემესტრი)