სამართლის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით





ქეთევან ერემაძე დაიბადა 1975 წლის 14 თებერვალს, ქ.თბილისში;1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. 2003 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სამართლის დოქტორის ხარისხი), დისერტაციისთვის თემაზე: „საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები საქართველოში“. 2006-2007 წლებში იყო ავსტრიის აკადემიური გაცვლის პროგრამის სტიპენდიატი, ვენის უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტში, აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას თემაზე: „სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემები“.

1998-2016 წლებში ქ.ერემაძე მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე: წამყვან სპეციალისტად (1998-1999 წ.); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩევლად (1999-2001წ.); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ (2001-2005წ.); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსად (2005-2006წ.);

2006 წელს ქ.ერემაძე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ (2006-2016 წ). იმავდროულად, იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.

ქ. ერემაძე 2005 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 2005-2014 წ-ში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2010-2011წ.-ში – თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წ.-დან – ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლის 1 მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2018 წლის 8 ოქტომბრიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

2008-2016 წლებში ქ.ერემაძე კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სამართალში.

2018 წელს ქ.ერემაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარედ.

ქ.ერემაძე არის სამი წიგნის, 12 სტატიის ავტორი, საკონსტიტუციო სამართალში ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი, სამი წიგნის სამეცნიერო რედაქტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი; ძირითადი კონსტიტუციური ღირებულებები;

რჩეული პუბლიკაციები

  • ქ.ერემაძე, „თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში, საკონსტიტუციო კონტროლის 20 წელი საქართველოში“, თბილისი, 2018;
  • ქ.ერემაძე, „თავისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში და თავად კონსტიტუციის გააზრების თავისუფლება“, სტატიათა კრებული „საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ“, თბილისი, 2016. გვ.170-183;

წიგნები

  • ქ.ერემაძე, „თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში, საკონსტიტუციო კონტროლის 20 წელი საქართველოში“, თბილისი, 2018;
  • ქ.ერემაძე, „დემოკრატიის გამოწვევები და საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიის ძიების პროცესში“, თბილისი, 2015;
  • ქ.ერემაძე, „ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში“, თბილისი, 2013.

სახელმძღვანელოები (თანაავტორი):

  • ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“, თბილისი, 2017. (გვ.18-95).
  • ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, „შესავალი საკონსტიტუციო სამართალში”, თბილისი, 2016. (გვ.56-116).

სტატიები ჟურნალებში

  • ქ.ერემაძე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის საკითხთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები“, ჟურნალი  „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2013, N6. გვ.3-24;
  • ქ.ერემაძე, „მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ“, ჟურნალი  „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2010, N2; გვ.3-25;
  • ქ.ერემაძე, „ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, თბილისი, 2005, N1; გვ.22-34;
  • ქ.ერემაძე, „სახელმწიფოს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა საქართველოს მაგალითზე“, სტატიათა კრებული „სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაცია“, თბილისი, 2004. გვ.98-128;
  • ქ.ერემაძე, „საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება შერეული მმართველობის მქონე რესპუბლიკაში საფრანგეთის მაგალითზე“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, 2002 წ. N4. გვ.36-49.
  • ქ.ერემაძე, „საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკებში“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, 2002წ.N3, გვ.34-48.
  • ქ.ერემაძე, „სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ევოლუცია საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის ფონზე“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, 2001წ. N1, გვ.20-33.

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • ქ.ერემაძე, „თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში, საკონსტიტუციო კონტროლის 20 წელი საქართველოში“, თბილისი, 2018;
  • ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“, თბილისი, 2017. (გვ.18-95);
  • ვ.გონაშვილი, ქ.ერემაძე, გ.თევდორაშვილი, გ.კახიანი, გ.კვერენჩხილაძე, ნ.ჭიღლაძე, „შესავალი საკონსტიტუციო სამართალში”, თბილისი, 2016. (გვ.56-116);
  • ქ.ერემაძე, „თავისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში და თავად კონსტიტუციის გააზრების თავისუფლება“, სტატიათა კრებული „საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ“, თბილისი, 2016. გვ.170-183;
  • ქ.ერემაძე, „დემოკრატიის გამოწვევები და საკონსტიტუციო სასამართლოს როლი დემოკრატიის ძიების პროცესში“, თბილისი, 2015;
  • ქ.ერემაძე, „ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში“, თბილისი, 2013;
  • ქ.ერემაძე, „კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობის შეფასების პერსპექტივები“, სტატიათა კრებული „ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა“, რედაქტორი კ.კორკელია, 2013. გვ.60-81;
  • ქ.ერემაძე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის საკითხთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები“, ჟურნალი  „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2013, N6. გვ.3-24;
  • ქ.ერემაძე, „მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ“, ჟურნალი  „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2010, N2; გვ.3-25;
  • ქ.ერემაძე, „ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, თბილისი, 2005, N1; გვ.22-34;
  • ქ.ერემაძე, „სახელმწიფოს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა საქართველოს მაგალითზე, სტატიათა კრებული „სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაცია“, თბილისი, 2004. გვ.98-128;
  • ქ.ერემაძე, „საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება შერეული მმართველობის მქონე რესპუბლიკაში საფრანგეთის მაგალითზე, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, 2002 წ. N4. გვ.36-49.
  • ქ.ერემაძე, „საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკებში“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, 2002წ.N3, გვ.34-48.
  • ქ.ერემაძე, „სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ევოლუცია საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის ფონზე“, ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, 2001წ. N1, გვ.20-33.

 

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

„კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემა და ფუნდამენტური უფლებები“ (მაგისტრატურის საფეხური, 2014 წლიდან დღემდე);

პრაქტიკული კურსი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში (მაგისტრატურის საფეხური, 2017 წლის შემოდგომის სემესტრი; 2018 წლის შემოდგომის სემესტრი);

„კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემა და ფუნდამენტური უფლებები“ (მაგისტრატურის საფეხური, 2014 წლიდან დღემდე);

„პრაქტიკული კურსი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში“ (მაგისტრატურის საფეხური, 2017 წლის შემოდგომის სემესტრი; 2018 წლის შემოდგომის სემესტრი);

„ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ (ბაკალავრიატის საფეხური, 2014 წლიდან 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით);

„ადამიანის უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში“ (ბაკალავრიატის საფეხური, 2011 წლიდან 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით);

„სახელმწიფო მოწყობის სამართალი“ (ბაკალავრიატის საფეხური, 2010-2011 წლები);

„საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“, (ბაკალავრიატის საფეხური; 2005-2010 წლები);