სამართლის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, სისხლის სამართლის მიმართულებით





ზაზა მეიშვილი 1996-1997 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილთან არსებული ცალკეული ტერორისტული აქტების, დივერსიებისა და სხვა განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულთა გამოძიების სპეციალური ჯგუფის უფროსი პროკურორის თანაშემწე. 1997-2001 წლებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი საქართველოს იუსტიციის საბჭოში; 2001-2002 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროების საკითხთა სამსახურის რეფერენტი; 2002-2003 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; 2003 წლიდან – თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2005 წელს გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. 2006-2016 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი. 2013 წლის ივნისში, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. ასევე იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2000 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს იყო სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლექტორი სისხლის სამართლის პროცესის განხრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი სისხლის სამართლის პროცესსა და სისხლის სამართალში. ლექციებს სისხლის სამართლის პროცესსა და სისხლის სამართალში კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სისხლის სამართლის პროცესი და სისხლის სამართალი

წიგნები

  1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები; შპს „სეზანი“; თბილისი;
  2. ზამკვლევი საქართველოს ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში; შემდგენელი; ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე; შპს „სეზანი“; თბილისი;
  3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო  წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორია; სამეცნიერო რედაქტორი; თბილისი, 2010,
  4. სახელმძღვანელო ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის; სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; გამომცემელი: „ბონა კაუზა“; თბილისი,
  5. ბავშვი და სამართალი; ექსპერტი; შპს „სეზანი“; თბილისი; 2009,
  6. სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; თბილისი; 2007 წელი.
  7. ახელმძღვანელო წინადადებების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე (განკუთვნილია საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის); კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რედაქტორი; თბილისი;
  8. ასამართლო პროცესზე კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები (რეკომენდაციები მოსამართლეებისათვის); სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; თბილისი;

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სისხლის სამართლის პროცესი I; სისხლის სამართლის პროცესი II; სამაგისტრო ნაშრომი; სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთებულობა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა

სისხლის სამართლის კერძო 2; სისხლის სამართლის პროცესი I; სამაგისტრო ნაშრომი; სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

ბაკალავრიატი
სისხლის სამართალი – სასამართლო პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები) (2014-2016 სასწავლო წლები)