გარემოსდაცვით მეცნიერებასა და განათლებაში შეტანილი საერთაშორისო წვლილის აღიარების ნიშნად, დოქტორი იოჰიმ პუე 2016 წლის 27 მაისს დაინიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის(თბილისი, საქართველო) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის საპატიო პროფესორად. მისი საქმიანობის პერიოდში იგი აქტიურად უჭერდა მხარს ეკოლოგიის, სატყეომეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამების სწავლებასა დასასწავლო გეგმის შემუშავებას; მენტორობდა სტუდენტებს და ხელს უწყობდა საერთაშორისოაკადემიურ გაცვლით პროგრამებს. ასევე, მუშაობდა ეკოლოგიის ინსტიტუტის ტყისა და ბუნებრივირესურსების კოორდინატორად.
დოქტორი იოჰიმ პუე არის ტყის მეცნიერი და გარემოსდაცვითი კონსულტანტი, რომლის საქმიანობა აკავშირებს ფუნდამენტურ ეკოლოგიურ კვლევასა და პრაქტიკულ გარემოსდაცვით მენეჯმენტს. როგორც ტყის მეცნიერების სპეციალისტმა, კარიერა მიუძღვნა მცენარეებს, ნიადაგებსა დაეკოსისტემებს შორის რთული ურთიერთქმედების შესწავლას. მისი კვლევებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ რეაგირებენ ტყეები გარემოსდაცვით სტრესორებზე, მათ შორისკლიმატის ცვლილებაზე, დაბინძურებაზე და მიწათსარგებლობის ზეწოლაზე.