პროფესორი, ეკოლოგიის მიმართულებით
ზაალ კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის, შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე – საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. 1993-1994 წწ. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბიოლოგიური სისტემების სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია“. ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ჩიბას უნივერსიტეტსა (იაპონია) და არიდული ზონების ექსპერიმენტულ სადგურში (ალმერია, ესპანეთი), იყო ტოკიოს უნივერსიტეტის (იაპონია) ასოცირებული პროფესორი.
კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეთა ეკოლოგია, მათი სახეობრივი მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილებები ეკოლოგიურ გრადიენტებზე, სახეობათა თანაცხოვრების წესები და ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება, ეკოლოგიური განათლება, ეთნობიოლოგია. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო, პედაგოგიური და სამეცნიერო-პოპულარული შრომა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2006 წლიდან, 2012 წლიდან არის ეკოლოგიის პროფესორი, ხოლო 2015 წლიდან – ეთნობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მიჰყავს კვლევითი პროექტები ბოტანიკის ინსტიტუტში.
მცენარეთა ეკოლოგია და მრავალფეროვნება
ეთნობიოლოგია
სხვა პროექტები
წიგნები
თავები წიგნებში
160 თავი შესული შემდეგ ორ წიგნში:
| ინდექსი | ყველა | 2018 წლიდან |
| ციტირება | 102086 | 4401 |
| h-ინდექსი | 35 | 26 |
ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა
სამაგისტრო საფეხური
ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2020-2021 წელი
სამაგისტრო საფეხური
სადოქტორო საფეხური
2019-2020 წელი
სამაგისტრო საფეხური
2018-2019 წელი
სამაგისტრო საფეხური
2017-2018 წელი
სამაგისტრო საფეხური
2016-2017 წელი
სამაგისტრო საფეხური