ონკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი
1997წელს ქ.ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. დიპლომის შემდგომი განათლება ონკოლოგიაში მიიღო ქ. სანკტ-პეტერბურგში, ნ.ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდგომ მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კლინიკურ ონკოლოგად (2003-2007). 2008 წელს მუშაობდა ქ.ქუთაისში, „წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრში“ კლინიკურ ონკოლოგად. 2009წლიდან- 2016წლამდე მუშაობდა ქ.თბილისში „ავერსის კლინიკის“ ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში იგი მუშაობდა ონკოლოგად ”მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი“-საუნივერსიტეტო კლინიკაში რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში და 2012-2015წ.წ. ”ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მამოლოგიის განყოფილებაში.
2016-2020წ.წ. ივანე კილაძე ხელმძღვანელობს „კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი-აკ. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრში“ ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტს.
12.2020წ-დან არის „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2020წ-დან ევექსის ჰოსპიტლების ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი.
ივანე კილაძემ გაიარა სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში ( თურქეთი, გერმანია, ისრაელი, შვეიცარია, ესპანეთი)
2014წ –დან ასოციაცია „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი
2014 წელს წარმატებით ჩააბარა ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საერთაშორისო გამოცდა და აიღო ევროპის სამედიცინო ონკოლოგის სერტიფიკატი (მადრიდი, ესპანეთი)
2016წ-დან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში USMD Program-ის მოწვეული ლექტორი.
2018-2019წ სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტში (University of Zurich) ფილტვის კიბოს მკურნალობის სამეცნიერო პროგრამაზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა.
2020წ-დან ფილტვის კიბოს კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IASLC) სრული წევრი.
ივანე კილაძე მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.
2011წლიდან აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო კლინიკურ კვლევებში და არის 15-მდე საერთაშორისო ფაზა 2/3 კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი.
გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი ისეთ სამედიცინო ჟურნალებში როგორიცაა “The Breast”, “Annals of Oncology”, “ Journal of Thoracic Oncology”, “Future Oncology” და სხვა.
2017-2021 სწავლობდა ივ. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სადისერტაციო თემა – “ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი IIIA სტადიის კიბოს (NSCLC) ქირურგიული მკურნალობის და ადიუვანტური ქიმიოთერაპიის შედარება დეფინიტიურ ქიმიო-რადიოთერაპიასთან
ივანე კილაძე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჯგუფებთან და ჩართულია სხვადასხვა გლობალურ სამეცნიერო პროექტებში.
ავთვისებიანი სიმსივნეების მოლეკულური ბიოლოგია, სოლიდური სიმსივნეების იმუნოთერაპია, ფილტვის კიბოს ქიმიო-სხივური და ტარგეტული თერაპია, ძუძუს კიბოს პროფილირება, ავთვისებიანი სიმსივნეები ახალგაზრდებში, ფილტვის კიბოს მკურნალობა ლიმიტირებული რესურსების დროს.
რჩეული პუბლიკაციები
Ivane Kiladze, Elene Mariamidze, Branislav Jeremic. Lung Cancer in Georgia. Journal of Thoracic Oncology Vol. 15 No. 7: 1113-1118. doi.org/10.1016/J.JTHO.2020.02.030
Kiladze, I., Mariamidze, E., Baramidze, A., Lomidze, M., Meladze, K., & Jeremic, B. (2021). Molecular profiling and characteristics of non-small-cell lung cancer patients in Georgia. Future oncology (London, England), 17(27), 3585–3594. https://doi.org/10.2217/fon-2021-0177
Kiladze I, Mariamidze E, Jeremic B. Real-World Treatment Patterns of Lung Cancer in a Resource-Restricted Country: the Experience of Georgia. Health Serv Insights. 2021 Nov 3;14:11786329211055296. doi: 10.1177/11786329211055296. PMID: 34776730; PMCID: PMC8573520.
პუბლიკაციების ვრცელი სია